x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
განო მელითაური საგანგებო განცხადებას ავრცელებს: "შეწყვიტეთ თანხის გადმორიცხვა"
image
2015 წლის 11 აპრილს მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობი რამდენიმეგან მუშაობდა და გადაღლილ გრაფიკს ვეღარ გაუძლო. კოტეს ბინის გამო ბანკიდან კრედიტი ჰქონდა აღებული, რომლის გადახდაც ვერ მოასწრო. მსახიობის ვალი 60000 დოლარია. კოტეს ორსული მეუღლე, 2 შვილი და ხანდაზმული დედა შესაძლოა სახლის გარეშე დარჩნენ. ინტერნეტსივრცეში კოტეს მეუღლის, განოს საბანკო მონაცემები ვრცელდება, რომელზეც თანხის გადარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

საბანკო კოდი- TBCBGE22

მიმღების დასახელება - გაიანე მელითაური (მიმდინარე ანგარიში სესხის დასაფარად)

ანგარიშსოწრების ანგარიში - GE55TB2520636010300035


ამ ყველაფერთან დაკავშირებით განო მელითაური საგანგებო განცხადებას ავრცელებს: "მართლა უკანასკნელ ძალებს ვიკრებ, რომ ეს სიტყვები თქვენამდე მოვიტანო! გამიხარდება თუ ბოლომდე წაიკითხავთ და პოზაში არ ჩამომართმევთ! ჩემი და კოტეს არაჩვეულებრივი მეგობრების, კეთილი სურვილების და ინიციატივების შედეგად მომივიდა ხმები, რომ აქ გავრცელდა ჩემი ანგარიშის ნომერი. დილიდან მომდის "სმს"-ები, თქვენ ჩაგერიცხათ "ენ" -თანხა. თუ ოდნავ მაინც გული შეგტკივათ ჩემს სიტუაციაზე, ფიზიკურ პირებს გეხებათ განსაკუთრებით, გთხოვთ, შეწყვიტოთ თანხების გადმორიცხვა, რადგან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაყენებთ. გასაგებია, ჩვენი ფინანსური პრობლემები, ბინის სესხი და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ, ჩემო მეგობრებო, უცნობებო, ნაცნობებო, საერთოდ არ ხართ ვალდებულები თუნდაც ის 5 ლარი მოიკლოთ. მართლა მთელი არსებით ვაფასებ თქვენს თანადგომას, გაღებას და გულისტკივილს. თუმცა იგივე თანხები სხვა ჩემზე გაჭირვებულ თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს შეგვიძლია გადავურიცხოთ. მე მართლა მაქვს იმედი, რომ გამოჩნდებიან კომპანიები, განსაკუთრებით ბანკი, რომლის სესხიც მაქვს ამჟამად, ისინი თითოეულ თქვენთაგანზე მეტად არიან ფინანსურად მყარად და შეუძლიათ ჩემი ამ საშინელი მდგომარეობიდან გამოყვანა. უღრმესი მადლობა მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც პირველმა გამოიჩინა ინიციატივა და ამხელა თანადგომა გამომიცხადა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მან ჩემი პირველი ფილმის პროექტიც დააფინანსა. უღრმესი მადლობა ბატონ დავით ნარმანიას და თბილისის მერიას, ასევე კულტურის სამინისტროს. მიყვარხართ ყველა და ძალიან დიდი ბოდიში, რომ ამ აურაცხელ წერილებს ვერ ვპასუხობ. არ განვეკუთვნებით არც მე და არც კოტე იმ ადამიანების რიცხვს ვისაც ხალხის ამხელა სიყვარული გააღიზიანებს ამ საშინელ წუტებშიც კი. მინდა იცოდეთ, რომ მე ვიგრძენი თოთოეული თქვენგანის თანამონაწილეობა, გულწრფელობვა და დადებითი ემოცია, რომელიც მე ვერ გადამარჩენს, მაგრამ გადამაგოირებინებს იმ აუტანელ პერიოდს, სანამ უზენაესი გადაწყვბეტს კოტეს სამუდამოდ შემახვედროს!"

imageimageimage


0
1794
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1794
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0