x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რომელ ზოდიაქოს როგორი სახლი შეეფერება?

image



თუ ძველ ნათქვამს გადავაკეთებთ, შეგვიძლია ვთქვათ: "მითხარი სად ცხოვრობ შენ და მე გეტყვი, ვინ ხარ შენ". მართლაც, ის ადგილი, სადაც ჩვენ ვისვენებთ, ვატარებთ ცხოვრების უმეტეს ნაწილს, ვიღებთ სტუმრებს და ვიმალებით გარე სამყაროსგან, ყველაზე კარგად ასახავს ადამიანის ხასიათს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ზოდიაქოს ყველა ნიშანს სხვადასხვა თავისებურება გააჩნია საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ ვერძებს უყვართ მოძრავი ცხოვრება და მიდრეკილები არიან ავანტიურიზმისკენ, ვერძი იბრძვის, რათა ჰქონდეს საკუთარი სახლი, სადაც შეიძლება მარტო იყოს და დაისვენოს, მაგრამ ქალაქგარეთ, მიტოვებული დაჩა მისთვის არაა - ამ შემთხვევაში ეს დაუოკებელი ზოდიაქოს ნიშანი მოკვდება მოწყენილობით. ამიტომაც ზოდიაქოს ეს ნიშანი უპირატესობას ანიჭებს დიდ ქალაქში ცხოვრებას, თავის მეგობრებთან ახლოს.

თუ კუროს ჰკითხავენ, ვინ გახდებოდა, რომ დაბადებულიყო 100-200 წლის უკან, ის ალბათ უპასუხებდა, რომ მებაღე ან თავლის მეპატრონე ან გაიხსენებს ნებისმიერ სხვა პროფესიას, რომელსაც შეიძლება 2 საუკუნის წინ ფლობდა. მათ მართავთ წარსული, ამიტომ მათი სახლი იქნება ცოტა დეპრესიული, ჩუმი და შორს ქალაქისგან.

ცვლილებების და ორიგინალურობის მოყვარული ტყუპები ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილებს. გიჟდებიან ყველაფერ არაორდინალურზე და ექსტრავაგანტულზე. რთულად გადააქვთ ჩახუთულობა, განსაკუთრებით ზაფხულობით. ისინი სუფთა ჰაერის "ფანები" არიან. ასევე უყვართ კონდიციონერი. მათ სახლში შეიძლება აღმოაჩინოთ უზარმაზარი კონდიციონერი.

კირჩხიბს უყვარს კომფორტი. უპირატესობას ანიჭებს ძველებურ სახლებს. რადგან ეს ნიშანი შემოქმედებითია, კირჩხიბი თვითონაა სახლის დიზაინერი და უნდა ითქვას რომ მის სახლში ყოველთვის კომფორტია... ყოველ შემთხვევისთვის კირჩხიბისთვის მაინც. მისთვის აუცილებელია გარემო, რომელშიც განიტვირთება და თავს დაცულად იგრძნობს.

ლომი - ამ მეფურ არსებას სულს უხუთავს პატარა ბინა. ის მასში თავს გრძნობს, როგორც გალიაში. მისი ოცნება - უზარმაზარი, ფეშენირებული სახლია, ქვით და სიმდიდრის გამომხატველი ელემენტებით. მეფემ უნდა იცხოვროს მეფურად!

ეს მიწის ნიშანი ყველაზე პრაქტიკული და ინტელექტუალურია. ფაქტობრივად ყველა ქალწული აქტიურ სოციალურ ცხოვრებას არჩევენ მარტოობას. მათ სახლში ყოველთვის სისუფთავე და კომფორტია.

სასწორი ძალიან კომუნიკაბელური ნიშანია. მის სახლში ყველაზე ხშირად არიან მეგობრები. შესაბამისად მათ უყვართ ხმაურიან ქალაქებში ცხოვრება და ჰყავთ ძალიან დიდი სანაცნობო. გამოირჩევნიან გემოვნებით და პატივს სცემენ სილამაზეს.

მორიელს, კირჩხიბის მსგავსად, სურს შექმნას გარემო, სადაც თავს დაცულად იგრძნობს. მისი სამყოფელი ადგილი გამოირჩევა ინდივიდუალურობით, რომელიც მისი პიროვნების ნაწილს ატარებს. უყვარს წვიმიანი ადგილი. მისი ოცნებაა - საკუთარი სახლი, სადმე ზღვასთან ახლოს და ქალაქისგან შორს.

მშვილდოსანს უყვარს თავისუფლება, ჰაერი, ღია გარემო. არ სიამოვნებს დიდხანს ყოფნა ოთხ კედელს შორის. უნდა ყველგან ყველაფრის ნახვა მოასწროს. არ გამოირჩევა დიასახლისური თვისებებით, ამიტომ მის სახლში ყოველთვის არეულობაა, რომელშიც თავად მშვენივრად გრძნობს თავს.

თხის რქას მოსწონს ბნელი, უხმაურო და მიყრუებული ადგილი. მაშინაც კი, თუ იძულებულია ქალაქის ცენტრში იცხოვროს, არანორმალური გრაფიკით, ის შეეცდება თავისი ბინა ან ოთახი მოაწყოს ისე, რომ შეიქმნას ჩაკეტილობის და დაცულობის შთაბეჭდილება. სიამოვნებით ჩამოკიდებს ფანჯრებზე სქელ ფარდებს, რათა მზის სხივებმა არ შემოაღწიოს სახლში, აანთებს სანთლებს და ჩართავს საყვარელ მუსიკას... ეს ქმნის სამყაროსგან იზოლირებულობის ილუზიას, რაც დროდადრო ასე სჭირდება თხის რქას.

მერწყულს უსაზღვრო ფანტაზია აქვს და მიდრეკილია ყოველივე უნიკალურისკენ. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ მერწყულის სახლში მისვლისას დაინახავთ ავეჯს, რომელიც თავის ადგილზე არ დგას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ნაცნობი მერწყული პრაკტიკული ადამიანია, მას მაინც ყველაფერი თანამედროვე მოსწონს.

თევზებს უყვართ დიდი სახლები, რომელიც ახლოს იქნება მდინარესთან, ზღვასთან ან ოკეანესთან. მათ სავარაუდოდ ექნებათ აკვარიუმიც. ამ ნიშნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სისუფთავე და მყუდროება. ასევე მოსწონთ მათ ირგვლივ ძვირფასი ნივთების ქონა. თითქმის ყოველთვის ჩართული აქვთ წყნარი და მგრძნობიარე მუსიკა.

1
2914
5-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
2914
  
2015, 21 აპრილი, 17:15
სასწორზე სიმართლეა, ხმაურიანი და ცოცხალი ქალაქები და საერთოდ გართობა ძალიან მიყვარს
0 1 1