x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ნიკა მელიას თავში კვერცხი მოარტყეს - დაპირისპირება გურჯაანში

გურჯაანის გამგეობაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. კონფლიქტი აქ 20 აპრილს, დილიდანვე დაიწყო.“ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარის ბიუროს ოფისში გამგეობის თანამშრომლები ძალით შესვლას ცდილობდნენ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და გიორგი ღვინიაშვილის კაბინეტში შევიდნენ, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. გამგეობის თანამშრომლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს კვერცხები ესროლეს.

საქმეში პოლიცია ჩაერია და სიტუაცია მათი ჩარევის შემდეგ ნაწილობრივ განიმუხტა.

ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია გურჯაანის გამგეობაში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს აკისრებს.


ზედამხედველობის სამსახურმა რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებს ოფისის დატოვება მოსთხოვა იმ მიზეზით, რომ მათ გამგეობის მიმართ დავალიანება არ ჰქონდათ გადახდილი, რაზეც "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი განაცხადა.



0
29
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0