x
image
worldsport.ge
ვავრინკა ილჰამს შორდება

imageავსტრალიის ღია პირველობის 2014 წლის ჩემპიონი სტენ ვავრინკა მეუღლეს შორდება. ამის შესახებ შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა საკუთარი Facebook-ის გვერდის მეშვეობით აცნობა გულშემატკივრებს.
“ილჰამთან ერთად 10 დაუვიწყარი წელიწადი გავატარე. 2010 წელს საყვარელი ქალიშვილი ალექსია შეგვეძინა, სირთულეების მიუხედავად, აქამდე ყოველთვის ვცდილობდით ერთიანი პოზიცია შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ბოლოდროინდელი გაუგებრობების გადალახვა ვერ მოვახერხეთ და დაშორება ვამჯობინეთ. ილჰამი ჩემი შვილის დედაა და მისდამი ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიქნები განმსჭვალული. ჩემი ახლანდელი უპირველესი ამოცანა რთულ სიტუაციაში ჩავარდნილი ალექსიას დაცვაა. სხვამხრივ, ოჯახური სიტუაციის ბოლომდე გამომზეურება არასდროს მიფიქრია და სამომავლოდაც ასე მოვიქცევი”, - აცხადებს ვავრინკა.

გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
112
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0