x
image
worldsport.ge
“ზესტაფონი” ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან მოკვეთეს

imageსაფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებიდან მოკვეთეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა "ზესტაფონის" საკითხი 20 აპრილს გამართულ სხდომაზე განიხილა. კლუბს უმაღლესი ლიგის 24-ე ტურში, სახლში გორის “დილასთან” გამოუცხადებლობის გამო, სადისციპლინო კოდექსის 90.1 მუხლის თანახმად 0:3 წაგება ჩაუთვალა, 5000 ლარით დააჯარიმა და გათამაშებიდან მოხსნა.
ამავე კოდექსის 4.34 მუხლის თანახმად, დარჩენილ მატჩებში “ზესტაფონს” 0:3 მარცხი ჩაეთვლება.
კოდექსის 90-ე მუხლის მიხედვით, “ზესტაფონის” გენერალურ დირექტორს მიხეილ ხუციშვილს, რომელიც სადისციპლინო კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, შეჯიბრების დისკრედიტაციისთვის და მონაწილეების დისკრედიტაციისთვის ერთწლიანი პირობითი სასჯელი დაეკისრა.
“ზესტაფონს” სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ერთკვირიანი ვადა აქვს.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

1
132
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
132
  
2015, 20 აპრილი, 18:30
ვერ არის კარგი ამბავი :(
0 1 1