x
ატლანტაში "განდის" მშვიდობის ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა

წელს მშვიდობის ჯილდოს მფლობელი ფეთჰულაჰ გიულენი გახდა


ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში, მორჰაუზის უნივერსიტეტის მარტინ ლუთერ კინგის ცენტრში, მსოფლიოში მშვიდობის სფეროში მოღვაწეთა დაჯილდოება გაიმართა.
დაჯილდოების ისტორიაში პირველად "Gandi-King-Ikeda მშვიდობის ჯილდოს“ მფლობელი მუსულმანი სასულიერო პირი ფეთჰულაჰ გიულენი გახდა, როგორც მშვიდობის არქიტექტორი და გლობალური მშვიდობისთვის მებრძოლი, ადამიანი რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე ადამიანის უფლებებსა და მშვიდობის შენებას დაუთმო.
დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ცენტრის დეკანმა ლოურენს ე. კარტერმა მადლობა გადაუხადა გამარჯვებულს იმ ღვაწლისა და შრომისთვის, რაც მან თავისი მოღვაწეობის განმავლობაში გააკეთა მსოფლიოსთვის, როგორც მშვიდობისთვის და ადამინთა უფლებებისთვის მებრძოლმა ლიდერმა.


გიულენის სახელით ჯილდო დოქტორმა ალფ იე. ასლანდოღანმა აიღო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ბატონი გიულენის წერილი გააცნო: „ჯილდოს იმ ადამიანების სახელით ვიღებ, რომლებიც კაცობრიობისა და ჰიზმეთისთვის მოღვაწეობენ. ამ ჯილდოს იმსახურებს ყველა ვინც ყველაზე გაუსაძლის პირობებში მუშაობს და აკეთებს თავის საქმეს: იქნება ეს ერაყში მოღვაწე პედაგოგი, რომელიც ისის-ის თავდასხმების მიუხედავად სასწავლო პროცესს არ წყვეტს, თუ ნიგერიასა და ავღანეთში მოღვაწე გმირი ქალი პედაგოგი; ჯილდოს იმსახურებს სომალისა და სუდანში ყველაზე რთულ ვითარებაში მოღვაწე ექიმი, ექთანი, ჰუმანიტარული დახმარების მუშაკი და ბიზნესმენი, რომლიც ფინანსური სირთულეების მიუხედავად საზოგადეობრივ პროექტებზე მუშაობას არ წყვეტს. ჩემთვის მონიჭებული ეს ჯილდო, სინამდვილეში სხვადასხვა ეროვნული, რელიგიური დაეთნიკური წარმომავლობის კეთილმოსურნე ადამიანების საკუთრებაა.“ - განაცხადა ბატონმა გიულენმა სამოდლობელ წერილში, რომელიც დაჯილდოებას ჯანმრთლობის პრობლემების გამო ვერ დაესწრო.
საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას სკოტ ალექსანდრემ გიულენი ახლანდელი დროის მევლენად აღიარა.
„განდის“ გლობალური მშვიდობის ლიდერის დაჯილდოება წელს მეთხუთმეტედ გაიმართა. „Gandhi King Ikeda მშვიდობის ჯილდო“ გასულ წლებში მიენიჭათ სამხრეთ აფრიკის ლიდერს ნელსონ მანდელას, დესმონდ ტუტუს, დოქტ. მიხეილ ნობელს და ნობელის პრემიის ლაურეატებს ბეტი უილიამსისა და ჯონ ჰიუმის. ასევე მშვიდობისა და პოზიტიური სოციალური ცვლილებებისათვის მებრძოლ სხვა მსოფლიო ლიდერებს.
„Gandhi King Ikeda მშვიდობის ჯილდო“ ადამიანების წინაშე გაწეული ღვაწლის ნიშნად აერთიანებს სამ მშვიდობისთვის მებრძოლ გმირს: მაჰათმა განდის, მარტინ ლუთერ კინგისა და იაპონელი აქტივისტის დაისაკუ ლკედას. აღნიშნული დაჯილდოება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მოვლენად ითვლება და იგი 2001 წლიდან იმართება.





0
16
შეფასება არ არის
ავტორი:მაია ჩიტაშვილი
მაია ჩიტაშვილი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0