x
image
worldsport.ge
ლიპი: “2006 წლის მერე იტალიას იმ დონის ნაკრები აღარ ჰყოლია”

imageლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ, რომელმაც აქტიური სამწვრთნელო კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, “გაძეტა დელო სპორტის” ჟურნალისტს საკმაოდ საინტერესო თემებზე ესაუბრა. ლიპიმ განვლილი პერიოდი და ყოფილი ფეხბურთელები გაიხსენა.
2006 წელი – “შესარჩევი ციკლში კარგ გუნდებს ვძლიეთ. ამასთან ამხანაგური მატჩი ამსტერდამში 3:1 მოვიგეთ, ხოლო გერმანიასთან პირველ ნახევარ საათში 3:0 ვიგებდით. შეკრული გუნდი გვყავდა. მგონია, რომ ასეთი ძლიერი ნაკრები მას მერე არ გვყოლია. ამას თავისი მიზეზებიც აქვს – მაშინ სერია A-ში 65% იტალიელი ფეხბურთელი თამაშობდა, დღეს კი მხოლოდ 35% თამაშობს.
კრისტიან ვიერი – დიდი პროფესიონალი იყო. მახსოვს “იუვე” – “ატალანტას” მატჩის დროს ამორუზოთი შევცვალე, იმიტომ რომ მისი თამაშით უკმაყოფილო ვიყავი. მან კი შეცვლა ცუდად მიიღო და ძალიან გაბრაზებული, ლამის ხელით შემეხო. მასთან “ინტერშიც” მომიწია მუშაობა – ვიერი-რონალდო კარგი დუეტი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ 3 თამაში ჩაატარეს ერთად. ვიერი დიდი ჩემპიონი იყო, მაგრამ მან ცოტა მოიგო.
ზინედინ ზიდანი – ვფიქრობ, მის გაძევებას მუნდიალის ფინალზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. თამაში მთავრდებოდა და ყველანი პენალტების სერიაზე ვფიქრობდით. არც ის მგონია, რომ თერთმეტმეტრიანი ზიდანის მოედანზე ყოფნის შემთხევვაში ტრეზეგეს არ დაერტყა, რადგან პენალტები სანიოლმაც და აბიდალმაც შეასრულეს” – თქვა ლიპიმ.
მარჩელო ლიპი თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს მწვრთნელად მიიჩნევა. იგი საკლუბო დონეზე ჩემპიონი ორ სხვადასხვა კონტინეტზე გამხდარა. გარდა ამისა, სანაკრებო დონეზე მსოფლიოს ჩემპიონიცაა.




გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0