x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ზოდიაქოს ნიშნების მოკლე დახასიათება
image

ვერძი
- დაბადებულია მოგებისთვის, ძალიან აქტიური და კომუნიკაბელურია. არის თავმოყვარე, თავდაჯერებული, უშიშარი. მას მართავს გრძნობები, ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს. იმპულსურია. გრძნობები უბინდავენ გონებას. ვნებიანი და ეგოისტია. ვერ იტანს, როცა რამეს უკრძალავენ. მათში ყველაფერი დიდი დოზითაა. ასევე ავანტიურისტია.


კურო: პრაქტიკული, რეალისტი, პრაგმატული, პესიმისტი, უყვართ და პატივს სცემენ სიმდიდრეს, მაგრამ ხემოჭერილები არიან, უფრთხილდებიან იმას, რაც აქვთ. იზიდავთ გართობა და სიამოვნება. უყვართ სახლი და ოჯახი. მესაკუთრეები და კარგი მშობლები არიან. ჯიუტები, ძლიერი სულის პატრონები და შრომისმოყვარეები არიან. არ აქვთ არასრულყოფილების კომპლექსი. სულის სიღრმეში თავი სამყაროს ღერძებად მიაჩნიათ.


ტყუპები: ძალიან უყვართ ჭორების და ინფორმაციების შეგროვება. იციან ყველაფერი ყველაფერზე და მათ შეიძლება შეხვდეთ ყველგან. გონებამახვილი, ცოცხალი, კომუნიკაბელური, მჭერმეტყველი.. ეს ყველაფერი ტყუპებზეა ნათქვამი. მათთან არ მოიწყენ. მიისწრაფიან სრულყოფილებისკენ, რათა ყველას თავი მოაწონონ. ადვილად ეგუებიან ყველაფერს. აქვთ უამრავი იდეა... სჭირთ გაორება.

კირჩხიბი: რომანტიკული, გულიანი, უყვართ ბავშვები, ცხოველებიც. აქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. არიან დაკომპლექსებულები, ძალიან ეჭვიანები, თავგანწირულები, სენტიმენტალურები და კონსერვატორები. მესაკუთრეები, მგრძნობიარეები. აქვთ მდიდარი ფანტაზია და კარგი ინტუიცია.


ლომი: მამაცი, შეუპოვარი და გულუხვი. ცნობისმოყვარე, გავლენიანი, ცეცხლოვანი, უყვარს მართვა, საკუთარ თავზე შეყვარებული, ეგოცენტრიკი, პრესტიჟი მათთვის ყველაფერია, მიმზიდველი, არტისტული, მაგნიტური, დაბადებულია ლიდერად, რომანტიკული, ქარიზმატული, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და ხშირად იმსახურებენ კიდეც.



ქალწული: თავშეკავებული, პედანტური, ანალიტიკური გონება, კრიტიკოსი, ყურადღებას აქცევს წვრილმანებს, რაციონალური, გამოთვლილი და დაგეგმილი აქვს ყველაფერი. პრაქტიკოსი, მომთხოვნი, საღი გონების პატრონი.


სასწორი: გაუბედავი, ჰარმონიული, პაცეფისტი, დამთმობი, გაურბის კონფლიქტეპს, დიპლომატი, არ უყვარს მარტოობა, ხშირად სისულელეებს აკეთებს, იდეალისტი, რომანტიკოსი, მიმზიდველი, უყვარს ხელოვნება, ახასიათებს მოუთმენლობა.


მორიელი: მიდრეკილია დაპყრობისკენ, მისი დევიზია "ყველაფერი ან არაფერი", ვნებიანია, მოსწონს მისტიკა, არღვევს ტაბუებს, თავდაჯერებული და მესაკუთრეა. ჯიუტი, რისკიანი, ემოციური, მიმწოლი ხასიათისაა.


მშვილდოსანი:პირდაპირი, სამართლიანი, აგრესიული ოპტიმისტი, უყვარს ძებნა და პოვნა, არ აქვს ზომიერების შეგრძნება, სულ მოძრაობს, ფარული სურვილი აქვს ფლობის, იმპულსურია.

თხის რქა: ახასიათებს თავმოყვარეობა, სიმდიდრის სიყვარული, პრაგმატულობა, სიფრთხილე, ამბიციურობა, თავშეკავებულობა, დამოუკიდებლობა . მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მატერიალური კეთილდღეობა და სტატუსი. არიან კარიერისტები და კონსერვატორები.
მერწყული: ორიგინალური, ალტრუისტი, იდეალისტი, იდეალური მებრძოლი, კომუნიკაბელური, თავისუფლების მოყვარული, ექსტრავაგანტული, უყვარს პუბლიკის შოკურ მდგომარეობამდე მიყვანა. არიან ინტელექტუალები, ვერ იტანენ რუტინულ ცხოვრებას.

თევზები: მგრძნობიარე მეოცნებეები, მდიდარი ფანტაზია, მიმზიდველობა, შემოქმედებითი ხასიათი, არტისტიზმი, პასიურები, გაუბედავები, ფატალურები, რეფლექსურები, აქვთ კარგი ინტუიცია.

0
6081
4-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
6081
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0