x
image
worldsport.ge
ევროპის ლიგის ¼1/4-ფინალის სიმბოლური

imageუეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი, 4 წარმომადგენელი იტალიურ “ნაპოლის” ჰყავს. ნეაპოლელებმა სტუმრად “ვოლფსბურგი” 4:1 გაანადგურეს და ფაქტობრივად ნახევარფინალის საგზური გაინაღდეს.
იტალიური გუნდიდან სიმბოლურში მცველი მიგელ ბრიტოსი, ნახევარმცველები გიოკჰან ინლერი, მარეკ ჰამშიკი და თავდამსხმელი გონსალო იგუაინი მოხვდნენ.
მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების სიმბოლური შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: მეთიუ რაიანი (“ბრიუგე”)
მცველები: დანილო სილვა (კიევის “დინამო”), დუგლასი (“დნიპრო”), მიგელ ბრიტოსი (“ნაპოლი”).
ნახევარმცველები: გიოკჰან ინლერი, მარეკ ჰამშიკი (ორივე “ნაპოლი”), დენის სუარესი (“სევილია”), ალექსანდრ რიაზანცევი (“ზენიტი”).
თავდამსხმელები: მოჰამედ სალა (“ფიორენტინა”), ობი ოულარე (“ბრიუგე”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”).




გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
33
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0