x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სიმინდის ბურბუშელას ძეხვი - გემრიელი და მარტივი ნამცხვარი
imageსიმინდის ბურბუშელა - ბავშვების ეს საყვარელი სასუსნავი შესაძლოა ორიგინალური და გემრიელი დესერტის მომზადებისთვისაც გამოვიყენოთ.


დაგვჭირდება:


ბურბუშელა 70-80 გ.



დაფხვნილი ბურბუშელა 2-3 ცალი;


მშრალი საუზმე "ნესკვიკი" კაკაოთი 30-40 გ.


შესქელებული რძე - 0, 5 ქილა;


კარაქი - 100 გ.


წვრილად დაჭრილი მარმელადის კანფეტი 6-8 ცალი;


თხილი, ნიგოზი ან მიწისთხილი გემოვნებით.

image


ყველა მშრალ ინგრედიენტს მოვათავსებთ ჯამში, დავამატებთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებულ კარაქს და შესქელებულ რძეს. ხელით ავურევთ ყველაფერს.

image


მაგიდაზე დავაფენთ ცელოფანს, მოვაყრით ბურბუშელას ნაფხვენს და ზედ გადმოვიღებთ ბურბუშელას მასას. მივცემთ ძეხვის ფორმას და შევახვევთ ცელოფანში. შევდებთ საყინულეში 1 საათით.

image

გამოვიღებთ და დავჭრით.



imageimage



0
192
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0