x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველაზე "გარყვნილი" ცეკვები კაცობრიობის ისტორიაში

image

ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ცეკვავდნენ უხმაურო რიტმით კოცონის გარშემო, შემდეგ ბრზიალებდნენ ელეგანტური ვალსის ჰანგებზე და უცქერდნენ როგორ ცეკვავდნენ კანკანს.სულ ახლახან შემოვიდა მოდაში სკანდალური ტვერკი.მაილი საირუსმა ამ ცეკვით ნამდვილი ფურორი მოახდიანა.


ქვემოთ გაეცნობით ყველაზე "გარყვნილ" ცეკვებს კაცობრიობის ისტორიაში.



1-La Volta-შექმნის თარიღი 1556 წელი.ინგლისის და საფრანგეთის საზოგადოება შოკირებული ამ ცეკვით, რომელიც იტალიიდან შემოვიდა და ახალგაზრდობამ აიტაცა. როგორია, ცეკვის დროს ბიჭს ხელი წელზე უნდა შემოეხვია გოგოსთვის და ჰაერში აეტაცა.




2-ვალსი-შექმნის თარიღი 1816 წელი-მთელი დიდი ბრიტანეთი დაიპყრო ამ ცეკვამ.იმ დროინდელი წესების მიხედვით აკრძალული იყო გოგოს და ბიჭის ქორწინებამდე განცალკევებაც კი და ამ დროს ვალსი! "ეს ძალიან შორ დგას იმ კდემამოსილებისგან, რომლის გამოც ჩვენ პატივს ვცემთ ნამდვილ ინგლისელ ლედის"-წერდა იმ დროს The Times-ი.



3-კანკანი-შექმნის თარიღი 1868 წელი-მუშათა კლასში აღმოცენებულმა ამ ცეკვამ, რომელიც არ ექვემდებარებოდა რაიმე მკაცრ შეზღუდვებს ნელ-ნელა მოიკიდა ფეხი.იგი თავიდანვე არ მიიღო საშუალო და არისტოკრატიულმა კლასმა.თუმცა კანკანმა მაინც დაიმკვიდრა ადგილი და დღევანდელ დღემდე მოაღწია სხვადასხვა ვარიაციებით.


4-ტანგო-შექმნის თარიღი 1913 წელი-ბუენოს-აირესიდან შემოტანილი ეს ცეკვა პირველად ევროპაში დიდ ბრიტანეთში და საფრანგეთში დამკვიდრდა.

პურიტანულმა პრესამ ტანგო წარადგინა როგორც კოვბოების, სუტენიორების და მეძავების ცეკვა...ასეთი ანოტაციის შემდეგ წარმატება გარანტირებული იყო.


5-ჩარლსტონი-შექმნის თარიღი 1925 წელი.ცეკვა ჯაზთან ერთად დაიბადა შეერთებულ შტატებში.აქ ცეკვის დროს ქალს შეეძლო ეცეკვა პარტნიორის გარეშე მაგრამ წყვილად.ცეკვა თვით ყველაზე კონსერვატიულად განწყობილ შტატებშიდაც კი მოეწონათ.


6-ჯიტერბაგი-შექმნის თარიღი 1934 წელი-წარმოიშვა აფროამერიკული ცეკვა ლინდი-ჰოპისგან და დაიპყრო ჩრდილოეთ ამერიკა.განსაკუთრებით პოპულარული იყო მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ამერიკელ ჯარისკაცებში.შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა.


7-ტვისტი-შექმნის თარიღი 1964 წელი-ჩაბი ჩეკერმა რამდენიმე მოძრაობით გახადა ეს ცეკვა მთელს მსოფლიოში პოპულარული.


8-ლამბადა-შექმნის თარიღი 1989 წელი-ეგზოტიკური ცეკვა, რომელიც შემოვიდა ბრაზილიიდან და გადარია მთელი მსოფლიო.უაღრესად სექსუალური ცეკვა.ბიჭი დგება გოგოს უკან და მისკენ მიიზიდავს.


9-ტვერკინგი-შექნის თარიღი-2013.ეს ცეკვა სამხრეთ აფრიკაში არსებობდა თავისთვის წყნარად და აი უცებ გამოჩნდა მაილი საირუსი და გამოუშვა დემონი.ტვერკინგს ცეკვავენ მასიურ დისკოთეკებზე, ქუჩაში თუ ცეკვის სკოლებში.

1
193
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
193
  
2015, 27 აპრილი, 10:24
დრო მიდის თაობა გაიხრწნა,წარმომიდგენია ის რაც 2013 წელს გაჰიტდა 1556 წელს რომ ეცეკვათ სამეფო ბალზე მინიმუმ ციხე და მაქსიმუმ კოცონი არ აცდებოდათ
0 1 1