x
image
worldsport.ge
კანკავას ცივსისხლიანობა დაუწუნეს

imageუეფას ევროპის ლიგის 1/4-ფინალში სტუმრად ბელგიის “ბრიუგესთან” ჩატარებულ მატჩში, დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავას თამაში ინტერნეტპორტალმა football.ua-მ 5, 5 ქულით შეაფასა.
“კანკავამ ბევრი და გულმოდგინედ იმუშავა, რაც “დნიპროს” მიერ ჩატარებულ ფაქტობრივად ყველა მატჩში ხდება. თუმცა, ქართველის ქმედებებს ცივსისხლიანობა აშკარად აკლდა. ზოგიერთ ეპიზოდში მას მოედნის ცენტრში ძალიან ადვილად “ატყუებდნენ”, რაც ფაქტობრივად ყოველთვის საგოლე მომენტის შექმნას იწვევდა. კანკავას უფრო საიმედოდ თამაში შეუძლია” – იუწყება ფოოტბალლ.უა კანკავას შესახებ.
“ბრიუგე” – “დნიპროს” პირველი დაპირისპირება 0:0 დასრულდა, ხოლო კანკავამ შეუცვლელად ითამაშა.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

1
37
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
37
  
2015, 19 აპრილი, 10:10
ქართველ ფეხბურთელს არ ახასიათებს ძლიერი პოზიციური თამაში და არც "ცივსისხლიანობა" როგორც ინგლისელებს
0 1 1