x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ლოგიკური თავსატეხი მოსწავლეებისთვის, რომელმაც მთელი ინტერნეტი დაიპყრო
image
ალბერტმა და ბერნარდმა გაიცვნეს შერილი. ალბერტმა ჰკითხა: «როდის არის შენი დაბადების დღე?» შერილი წამით დაფიქრდა და შემდეგ უპასუხა: «პირდაპირ არ გეტყვი, მაგრამ რამდენიმე მინიშნებას მოგცემ». გოგონამ ფურცელზე ჩამოწერა 10 თარიღი:






15 მაისი— 16 მაისი— 19 მაისი
17 ივნისი — 18 ივნისი
14 ივლისი — 16 ივლისი
14 აგვისტო — 15 აგვისტო — 17 აგვისტო

«ამ თარიღებიდან ერთ-ერთი ჩემი დაბადების დღეა», — დაამატა შერილმა. შემდეგ მან ალბერტს ყურში ჩასჩურჩულა თავისი დაბადების მხოლო თვე, ბერნარს კი - მხოლოდ რიცხვი. «ახლა კი დაასახელეთ ჩემი დაბადების თარიღი ისე, რომ რაც გითხარით ერთმანეთს არ გაუმხილოთ.»


მაშინ ალბერტმა თქვა:
— მე არ ვიცი, როდის არის შენი დაბადების დღე, მაგრამ ვიცი, რომ ეს არც ბერნარდმა არ იცის.
— თავიდან არც მე ვიცოდი, ახლა კი ვიცი, — უპასუხა ბერნარდმა.
— მაგარია, ახლა უკვე მეც ვიცი! — წამოიძახა ალბერტმა.

და მაინც, როდის არის შერილის დაბადების დღე?


ეს თავსატეხი ფეისბუქზე გამოაქვეყნა სინგაპურელმა ტელეწამყვანმა კენეტ კონგმა. იგი სინგაპურის სასკოლო ოლიმპიადის 14-15 წლის მონაწილეებს მიეცათ ამოსახსნელად. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებიდან სულ რამდენიმე დღეში მან მთელი ინტერნეტი მოიცვა.



image



თავსატეხი საკმაოდ რთულია, თუმცა გონების დაძაბვისა და კარგად დაკვირვების შემდეგ ყველაფერი ნათელი ხდება.


image


პასუხი:


image
წერილში არის მხოლოდ ორი თარიღი, რომელთა არც რიცხვი და არც თვე არ მეორდება: 19 მაისი და 18 ივნისი. ბერნარისთვის შერილს 18 ან 19 რომ ეთქვა, იგი მაშინვე მიხვდებოდა. მაგრამ რადგანაც ალბერტი ამბობს, რომ არც ბერნარდმა იცის, ეს ნიშნავს იმას, რომ ნათქვამი არ ყოფილა არც მაისი და არც ივნისი. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ბერნარდს უთხრეს რიცხვი 14, მაშინ მაინც ვერ მიხვდებოდა სწორ პასუხს, რადგან წერილში 14 ივლისიც არის და აგვისტოც. რჩება 16 ივლისი, 15 აგვისტო და 17 აგვისტო. ბერნარდისთვის 15 ან 17 რომ ყოფილიყო ნათქვამი, ალბერტი მაინც ვერ მიხვდებოდა ზუსტ თარიღს, რადგან ორივე რიცხვი აგვისტოს ეკუთვნის (არადა, ალბერტმა ბოლოს წამოიძახა "მაგარია, ახლა უკვე მეც ვიცი"). აქედან გამომდინარე, რჩება მხოლოდ ერთი პასუხი 16 ივლისი.


4
1037
12-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1037
  
2015, 18 აპრილი, 19:17
ძალიან საინტერესო მეთოდია:))))
2015, 18 აპრილი, 19:15
თითოეული თვე გადავამრავლე მაგ ფიცფრებზე სულ თავიდან ფიფრები გავამრავლე მერე მერამდენე თვეა წელიწადში მაგაზე გავყავი მერე კიდე რაღაც არ მახსოვს ეხლა მერე გამოვალეკი რაღაც ციფრი ჯამს და მივიღე 16 ივლისი ერთი საათი ვითვლიდი :დ
2015, 18 აპრილი, 19:12
პასუხების სიტყვები დაითვალე? ესეც არის ერთ-ერთი მეთოდი.
2015, 18 აპრილი, 19:09
არადა მე სულ სხვანაირად გამოვთვალე და მაინც ეგ ციფრი მივიღე :დ
0 1 4