x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"შეიძლება ნანუკა დღესაც "გაილახოს", რისთვის უხდის მადლობას ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანს
image
გასულ ოთხშაბათს "ნანუკა ჟორჟოლიანის" შოუ ირაკლი ალასანიასა და მის ოჯახს მიეძღვნა. გადაცემა საინტერესო გამოვიდა, ალასანია, როგორც მოქალაქე, პოლიტიკოსი, პიროვნება და მეოჯახე დადებითად გახლდათ წარმოდგენილი. შოუ რეიტინგული გამოდგა, პოლიტიკოსისთვის კი ცალსახად არნახული პიარი...

ირაკლი ალასანიას მეუღლემ, ნათია ფანჯიკიძემ ნანუკა ჟორჟოლიანს ობიექტურობისთვის მადლობა გადაუხადა და მისდამი პატივისცემაც დააფიქსირა: "ნანუკა ჟორჟოლიანს მადლობა ხომ უნდა გადავუხადო კონკრეტულად ამ დღევანდელი გადაცემისთვის, როგორი პროფესიონალიზმითაც იყო მომზადებული და რამდენად ბევრი რამის დატევა შეძლო, ყველაფერზე ლაპარაკის საშუალება მისცა რესპონდენტს, ირაკლის გაცნობა შეიძლებოდა ამ გადაცემიდან... მაგრამ მადლობასთან ერთად ძალიან მთავარი რაღაც მინდა ვთქვა, რისთვისაც ადამიანებს ვცემ პატივს, - თავისუფალი პიროვნული ნების და აზრის ქონის უნარი და მერე ამ აზრის გამჟღავნების ძალა. შეიძლება ნანუკა ვიღაცეებისგან დღესაც "გაილახოს" ამ გადაცემისთვის, ოცნების მხრიდან ხომ თავისთავად და თუნდაც თავისივე ნაცნობების ნაწილისგანაც, მაგრამ რა შედარებაა იმ სიტუაციასთან, როცა პირველად, 2010-ში დამპატიჟა თავის ეთერში. მაშინ თვითონ ვისაც ემხრობოდა, იმ ძალის ოპოზიციაში ვიყავით, მანამდე წელიწადნახევარი არავის თვალით არ ვყავდი ნანახი, პრესაში ისე წერდნენ ცუდობებს ჩემზე, იქმნებოდა პორტრეტი, რომ ვარ თან მახინჯი, თან დებილი, ორივე ერთად, - ერთერთი არ ყოფნიდათ.

მოკლედ ცხოვრებაში პირველად მის შოუში აღმოვჩნდი ეთერში. მას არც წინასწარი კარგი განწყობა შეიძლებოდა ჰქონოდა და არც კეთილი "შეკვეთა", თუკი ვინმე შეუკვეთავდა. იქვე, სტუდიაში გამიცნო, იქვე, უცებ ჩათვალა, რომ სულაც არ ვარ ცუდი ადამიანი და გამიწია უკარგესი მასპინძლობა. კარგი, ადამიანური გადაცემა გააკეთა. პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ ესოდენ გენიალური "განწყობის თეორია" ძლიერებს თავის ჭკუაზე ვერ დაატარებს.

მაშინ როცა, ხანდახან ვინც წესით არ უნდა გთელავდეს ფეხით, ის გთელავს, განსაკუთრებით ვაფასებ ადამიანურ ნებას, კეთილგანწყობას, რომელიც არავის არ ევალება. "image


საკუთარ გადაცემაზე კომენარი გააკეთა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმაც: "ნანუკას შოუს უამრავი ადამიანისთვის უმასპინძლია. მათ შორის იყვნენ კოალიციის წარმომადგენლები და არამხოლოდ. ვისაც ცუდი მეხსიერება გაქვთ შეგახსენებთ: თინა ხიდაშელი, ლევან ბერძენიშვილი, ზვიად ძიძიგური, ირინა იმერლიშვილი, ელისო ჩაფიძე, სალომე ზურაბიშვილი, კახის ულამაზესი ანუკი, ბერას პირველი გამოჩენა. თუ ვინმე გამომრჩა გულწრფელ ბოდიშს ვუხდი. და მადლობა ყველა ამ ადამიანს სტუმრობისთვის! შეთავაზება მიღებული აქვს: გიორგი მარგველაშვილს, კახი კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს.

პოლიტიკოსი, მაშინ არის ჭკვიანი როცა ადამიანებს იმისიანებად და ამისიანებად არ ჰყოფს. როცა ყველა ტრიბუნას იყენებს ხალხთან სალაპარაკოდ, არ აწუხებს კომპლექსები და ღიაა ყველასთვის.

ამიტომ ჩვენი შემოთავაზება ღია რჩება მეგობრებო! იმედია ნახეთ, რომ ღირსეული მასპინძლობა შეგვიძლია და "რუსთავი 2" სულაც არ არის ამუნიების ტელევიზია.

წარმატებები ყველას. მადლობა ჩემ მაყურებელს! თქვენ თუ არ მეყოლებით რათ მინდა რესპონდენტები".

image


0
634
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
634
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0