x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ლიზა ყენია გიორგი პატარიძესთან ურთიერთობაზე პირველ კომენტარს აკეთებს (+წყვილის ფოტოკოლექცია)

image
ლიზა ყენია ერთ-ერთი პოპულარული ახალგაზრდა მომღერალთაგანია. სხვა ბევრისაგან განსხვავებით ლიზას პოპულარობა სტაბილურია და მისი ვარსკვლავი ჯერ არ ჩამქრალა. თუმცა რა ჩააქრობს, მომღერალი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა მუსიკალურ გადაცემებში, გარდ ამისა თამამი ფოტოებითა და საინტერესო სტატუსებითაც ხშირად გვანებივრებს.

ლიზას პირად ცხოვრებაში სიახლეებია. თუ მის "ფეისბუქის" გვერდს ესტუმრებით შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ახალგაზრდა მომღერალი ყურებამდე შეყვარებულია. ლიზას რჩეული წყალბურთელი, გიორგი პატარიძეა. წყვილი აქტიურად ავრცელებს ერთად გადაღებულ ფოტოებს და რამდენიმე დღის წინ ურთიერთობის შესახებაც გვამცნეს. ლიზას მტკიცებით, ჯერ შეყვარებულები არ არიან, თუმცა დროს ერთად ატარებენ და თავსაც შესანიშნავად გრძნობენ. "არ ვიცი, რა დავარქვა ჩვენს ურთიერთობას. არც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და არც შეყვარებულები ვართ, უფრო დასაწყისი ეტაპი გვაქვს, ერთმანეთი რომ მოსწონთ ბავშვებს. ალბათ, ეს ყველაფერი კარგი ურთიერთობის დასაწყისია. მის გვერდით ძალიან კომფორტულად, კარგად ვგრძნობ თავს და მიხარია, როცა ერთად ვატარებთ დროს. ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს და კარგად ვეწყობით ერთმანეთს. ზოგადად, ადამიანში დიდ ყურადღებას ვაქცევ იუმორის გრძნობას. გიორგისაც კარგი იუმორი აქვს. დავაკვირდი: სულ სპორტსმენები მომწონს, საქმიანი ხალხი"-გვიამბობს ახალგაზრდა მომღერალი. image

სულ ცოტა ხნის წინ ლიზამ "რუსთავი 2"-ის პროექტ "X ფაქტორში" სცადა ბედი. ახალგაზრდა მომღერალი სცენაზე ქუდითა და სათვალით გამოვიდა, რათა საკუთარი ვინაობა დაემალა. იგი დაქალის სახელითა და გვარით წარსდგა ჟიურის წინაშე. მომხდარს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ზოგიერთების მტკიცებით ეს ყველაფერი დადგმული იყო, ჟიურიმ კარგად იცოდა ვინ იდგა სცენაზე და შემდგომი მათი გაოცებაც სპექტაკლი იყო. მომხდართან დაკავშირებით ლიზამაც გააკეთა კომენტარი: "რაღაც ძალიან ფარისევლურ აზრებს ვკითხულობ და როგორც ჩანს, ჩემმა სათვალითა და ქუდით გამოსვლამ განხეთქილება მოაწყო და ვთქვი, რომ ეს ჩემი იდეა არ ყოფილა, ყველაფერს წყვეტს "რუსთავი 2", რას ილაპარაკებ, როგორ გამოხვალ, მომდევნო ტურებში რას იმღერებ და ა.შ. არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, ვინც სპექტაკლებს დგამს, იმიტომ რომ ხალხში რაღაც ინტერესის მარცვალი ჩააგდოს და ალაპარაკოს. რა თქმა უნდა მერჩია ამ ყველაფრის გარეშე გამოვსულიყავი... მაგრამ...სიყვარულით თვენი ლიზა". "X ფაქტორში" მონაწილეობა თავად "რუსთავი 2"-მა შესთავაზა. ლიზამაც შანსის გამოყენება გადაწყვიტა, რადგან ფილარმონიის სცენაზე ცოცხლად სიმღერის შანსი ჰქონოდა. კონკურსის პირველი წარმატებული ტურის მიუხედავად, ლიზა ჟიურის რჩეულებში ვერ მოხვდა. თამთა გოდუაძის მტკიცებით ლიზასაგან ვოკალურად მეტს ელოდა და ჟიურის ოთხივე წევრის გადაწყვეტილებით ახალგაზრდა მომღერალი პროექტს მიღმა დარჩა.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage















0
1538
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1538
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0