x
image
მანჩო 777
ქართული დამწერლობა "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევა
ქართული დამწერლობის სამი სახე:"ასომთავრული", "ნუსხური" და თანამედროვე "მხედრული" "იუნესკოს" კაცობრიობის არამატერიალური კულტურული ფასეულობების სიაში შესვლის პრეტენდენტებია.



image


"ქართული დამწერლობის ამ სამივე ტიპს დიდი ხანია მინიჭებული აქვს საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ხოლო უახლოეს ხანებში მიენიჭება ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი", - განაცხადა საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ.


სააგენტო გეგმავს დამწერლობის სამივე ტიპი: "ასომთავრული", "ნუსხური" და "მხედრული" წარადგინოს "იუნესკოს" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესატანად. ამ ორგანიზაციაში წარსადგენ დოკუმენტებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. გამოცხადდა ტენდერი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად, რომელიც ქართულ დამწერლობას მიეძღვნება.

ქართული ანბანი ერთ-ერთ უძველესად ითვლება მსოფლიოში, ჩვენმა დამწერლობამ კი განვითარების სამი საფეხური განვლო: ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში, როცა ქართლში მეფე ფარნავაზი მეფობდა, შეიქმნა პირველი ქართული ანბანი "ასომთავრული" (ლეონტი მროველის ცნობებზე დაყრდნობით). ჩვენი წელთაღრიცხვით მეცხრე საუკუნეში ქართულმა დამწერლობამ განიცადა მეტამორფოზა და ასომთავრული "ნუსხურმა" ჩაანაცვლა, ხოლო მეთერთმეტე საუკუნეში ქართული დამწერლობა კიდევ ერთხელ შეიცვალა, ამჯერად საბოლოოდ, თანამედროვე "მხედრულით", თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნუსხურ დამწერლობას ეკლესიაში დღესაც იყენებენ.


"მხედრულმა", რომელიც სხვა დამწერლობებთან შედარებით უფრო სრულყოფილი და დახვეწილი აღმოჩნდა, საბოლოო სახე მიიღო მეცხრამეტე საუკუნეში. თანამედროვე მხედრულში სულ 33 ასოა: 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანი.


აღსანიშნავია, რომ "იუნესკოს" არამატერიალური კულტურული ფასეულობების სიაში უკვე შეტანილია ქართული პოლიფონიური სიმღერები (2001 წელს) და თიხის ქვევრებში ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენების წესი (2013 წელს).


image

0
139
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0