x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შოკისმომგვრელი და გასაოცარი პროფესიები, რომელთა არსებობაზე თქვენ წარმოდგენაც კი არ გქონდათ
ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ დამსაქმებლებს, როგორც წესი, სჭირდებათ სპეციალისტები, რომლებიც ერკვევიან ჩვენთვის ჩვეულ და ნაცნობ სფეროებში, როგორიცაა: ეკონომიკა, მედიცინა, ინჟინერია და ასე შემდეგ, მაგრამ მსოფლიოში არსებობს უამრავი უცნაური, სრულიად უცნობი და გაუგებარი პროფესია, რომელთა შესახებ ბევრ თქვენგანს ალბათ დღემდე არაფერი სმენია. აბა ვინ იცის, სად შეიძლება ისწავლო ჭიანჭველების პროფესიულად დაჭერა, აჩვენო მასტერ-კლასი ახლახანს დაკლული ცხოველის ტვინის ამოცლაში ან როგორ გაყიდო ოცნებები?- სწორედ ამ და კიდევ უამრავ სხვა უცნაურ და უჩვეულო პროფესიებზე მინდა გიამბოთ ამ სტატიაში.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ყველაზე იშვიათი და უცნაური პროფესიების ოცეულს.


image


1. ჭიანჭველების დამჭერი



image

ჭიანჭველების დამჭერების პროფესიულ მოვალეობაში შედის დაიჭირონ ჭიანჭველასაშენიდან ყველაზე კარგი ჯიშის მდედრი და მამრი ჭიანჭველები, რომლებიც შემდეგ გამოიყენება შთამომავლობის გასაგრძელებლად ჭიანჭველების ფერმებში (ისიც კი არ ვიცოდი, ასეთი ფერმები თუ არსებობდა).



2. ტვინის ამომცლელი


image

ტვინის ამომცლელის სამუშაო ადგილს ცხოველების სასაკლაო წარმოადგენს. ამ პროფესიის ადამიანის მოვალეობაში შედის ცხოველის დაკვლის შემდეგ მისი თავი შუაზე გააპოს და იქედან ტვინი ამოიღოს. შემდეგ ამ ტვინს რესტორნებში აგზავნიან დელიკატესის მისაღებად.



3. მატრასების გამომცდელი


image


რომელ ჩვენგანს არ უყვარდა ბავშვობაში საწოლზე ხტომა? თუმცა ცხადია, რომ მაშინ მშობლები ჩვენ ამას სასტიკად გვიშლიდნენ. აი რუბენ რინოსოს კი ამისათვის ფულს უხდიან. ის მატრასების მწარმოებელ ქარახანაში მუშაობს და რამდენიც უნდა, იმდენს დახტის საწოლებზე.



4. ორგანიზატორი, რომელიც ბარგის ჩალაგებაში დაგეხმარებათ


image


როცა შვებულებაში ან შორეულ მხარეში სამოგზაუროდ მიემართებით, ყოველთვის არის რისკი იმისა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ნივთი დაგავიწყდეთ, მაგრამ ნიუ-იორკის მცხოვრებლებისათვის ეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს. ათას დოლარად თქვენს სახლში მოვა ორგანიზატორი, რომელიც საჭირო ნივთების მოძებნასა და ჩალაგებაში დაგეხმარებათ.



5. ადამიანები, რომლებიც მდიდრულ აპარტამენტებში ცხოვრობენ და ამისათვის მათ ფულს უხდიან


image


ამ მოქმედებას მუშაობას ვერც დაარქმევდით-იცხოვრო მდიდრულ აპარტამენტებში, დატკბე ცხოვრებით და ამაში იქეთ გადაგიხადონ ფული - ნამდვილი სამოთხეა, არა? მაგრამ სინამდვილეში ეს ადამიანები ნოეს კიდობნის მგზავრებს ჰგვანან. ისინი მანამ ცხოვრობენ გასაყიდ სახლებში, სანამ მას პატრონი გამოუჩნდება, იცავენ იქ იდეალურ წესრიგს და სისუფთავეს, მაგრამ როგორც კი სახლი გაიყიდება, მისი მდგმურები იძულებულნი არიან მაშინათვე დატოვონ ის და სხვა მდიდრულ სახლში გადაბარგდნენ.



6. პროფესიონალი ძილის მოყვარული


image

ჰელსინკის ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერი გასულ წელს ეძებდა ადამიანს, რომელიც იცხოვრებდა მათთან და მოახდენდა სასტუმროს ნომრების კომფორტაბელურობის ტესტირებას. შემდეგ კი თავის შთაბეჭდილებებს ბლოგზე გადმოსცემდა. ძილის სიყვარულთან ერთად ამ სამუშაოზე მოწყობის მსურველებს მოეთხოვებოდათ ფინური და ინგლისური ენების ცოდნა.



7. კლდიდან გადამხტომი


image

გადახტე კლდიდან სიცარიელეში - რა უნდა იყოს ამაზე საშიში? მაგრამ თუ ამისათვის ფულს კარგად გიხდიან? კომპანია "რედ ბულის" მიერ ორგანიზებულ 27-მეტრიანი კლდიდან გადახტომებში უკვე ათასობით ექსტრემალმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.



8. ადამიანი, რომელიც თვალყურს ადევნებს, გაშრა თუ არა საღებავი


image

ეს სამუშაო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი პროფესიაა მსოფლიოში. 34 წლის დოქტორი ტომას კერვინი მთელი თავისი სამუშაო დღის განმავლობაში გულმოდგინედ აკვირდება, თუ როგორ შრება საღებავი, როგორ იცვლება მისი ფერი და სტრუქტურა. დოქტორმა გარანტია უნდა მისცეს კომპანიას, რომ საღებავი მტკიცეა და არ დასკდება დროთა განმავლობაში.



9. ცრემლების გამყიდველი


image

აზიური ქვეყნების მოსახლეობა, როგორც წესი, თავდაჭერილობით და გულგრილობითაა ცნობილი, ამიტომ მიცვალებულის დასაფლავების დროს ოჯახის წევრები სპეციალურად იწვევენ დამტირებლებს. მუშაობის დაწყების წინ დამტირებლები ვალდებულნი არიან ჩააბარონ ტესტი ტრადიციების ცოდნაში, დრამატულ ქვითინში დაოსტატებაში და მომენტალურ დამშვიდებაში.



10. ადამიანი-საფრთხობელა


image

ერთ-ერთი ყველაზე უცნაურ პროფესიათაგანია ადამიანი-საფრთხობელა. საოცარია, მაგრამ ამ სამუშაოზე ერთი საკმაოდ ნიჭიერი, ინსტიტუტდამთავრებული ახალგაზრდა ჭაბუკიც კი მოეწყო (შემთხვევა ინგლისის ერთ-ერთ სოფელში მოხდა). მის მოვალეობაში შედიოდა ჩიტების დაფრთხობა ზარის რეკვით და აკორდეონის დაკვრით. ამასთანავე მას უნდა ცმოდა ნარინჯისფერი კოსტიუმი. ამ სამუშაოსათვის ბიჭს უხდიდნენ კვირაში 250 ფუნტ სტერლინგს.



11. კაბების სახელების დამრქმევი


image

ამ პროფესიის ადამიანი კაბების ახალი კოლექციისათვის იფიქრებს ჟღერად სახელებს. "გარიბალდის სისხლის წვეთი", "ჯავაჰარლავას ბრინჯის პუდინგი", " ბოჰემიის პრინცის ცდუნება", "ჰიპი-ბოი, დამიპყარი მე"... - ეს სახელები მათი ფანტაზიის ნაყოფია.



12. პინგვინების გადამბრუნებელი


image

ამ პროფესიის ადამიანები მუშაობენ ანტარქტიდაში და ცდილობენ საბრალო პინგვინების გადარჩენას, რომლებიც თვითმფრინავების ყურებაში ზურგზე ეცემიან და შემდეგ გადაბრუნებას და წამოდგომას ვეღარ ახერხებენ.



13. ოცნებებით მოვაჭრე


image

ფოსტის კლერკი ოცნებობს ერთი ღამით მაინც გახდეს ცნობილი მსახიობი. ცნობილ ბიზნესმენს სურს ბავშვობის ოცნება აიხდინოს და მატარებლის მემანქანე თუნდაც ერთი საათით გახდეს, ფსიქიატრს სურს შვებულების 20 დღის განმავლობაში მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან 20 გოგონა გაიცნოს...როგორ გავხადოთ მათი ოცნებები რეალობა? - ჩიკაგოს ერთ-ერთი კომპანია სწორედ ოცნებების ხორცშესხმაში ეხმარება ადამიანებს. საკმარისია მიხვიდეთ კომპანიის ოფისში, მოუყვეთ თუ რა ოცნების ახდენა გსურთ, გადაიხადოთ შესაბამისი თანხა და დანარჩენზე კომპანიის თამამშრომლები იზრუნებენ...მხოლოდ გახსოვდეთ, რომ სულ მცირე ოცნების ახდენის საფასური 150 000 დოლარიდან იწყება.



14. ტუალეტის გიდი


image


ჩინეთის ქალაქების ქუჩებში თქვენ შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც 4 ცენტის საფასურად უახლოეს საზოგადოებრივ ტუალეტამდე მიგიყვანენ. მათი შრომის წიგნაკებში ზუსტად ასე წერია: "სახელმწიფო მოსამსახურე-ტუალეტის გიდი".



15. პრეზერვატივების გამომცდელი


image

პრეზერვატივების მწარმოებელმა ერთ-ერთმა ცნობილმა კომპანიამ ერთხელ ახალი ვაკანსიის არსებობის შესახებ გააკეთა განაცხადი. კერძოდ, კომპანია სამუშაოდ იწვევდა ახალგაზრდებს პრეზერვატივების გამომცდელად. ის, ვინც კომპანიას ყველაზე საუკეთესო რჩევებს მიაწვდიდა გამოცდის შედეგების შესახებ, 1000 დოლარით საჩუქრდებოდა.



16. წყლის ატრაქციონების გამომცდელი


image

ამ პროფესიის ადამიანების ძირითად უნიფორმას საცურაო კოსტიუმი წარმოადგენს. ისინი საოცარი სისწრაფით იხევა, რადგან სამუშაოს შესრულების დროს ყველაზე დიდი დატვირთვა დუნდულებზე მოდის. ტომ ლინჩის დუნდულები ცნობილია მთელ მსოფლიოში ყველგან, სადაც კი აკვაპარკია. თავისი მეხუთე წერტილით მან ასობით წყლის ატრაქციონის ტესტირება მოახდინა.



17. პარმეზანის მსმენელები


image

იცით, რას ნიშნავს აბსოლუტური სმენა?- იტალიაში, მაგალითად ეს ნიჭი დაგეხმარებათ სუფთად დაუკრათ მელოდია «O sole mia» ....პარმეზანის ყველზე. ფაბრიკებში, სადაც ამ ნუგბარს აწარმოებენ, მუშაობენ ადამიანები მუსიკალური განათლებით. ისინი ყველის თავებზე ურტყამენ ვერცხლის ჩაქუჩებს და ხმის მიხედვით არკვევენ, სათანადოდ მომწიფდა თუ არა ეს დელიკატესი. სხვათაშორის, პარმეზანის სრულ მომწიფებას სამი წელი სჭირდება და რაც უფრო მეტი დრო გადის მისი წარმოებიდან, მით უფრო წკრიალა ხმა ისმის პარმეზანზე დაკვრისას.



18. კვერცხების მყნოსავი


image


ზოგიერთ დიდ საკონდიტროში არის ასეთი პროფესია: კვერცხების მყნოსავი. ისინი ყურადღებას აქცევენ, რომ ქათმის ლაყე კვერცხები საკონდიტრო ნაწარმში არ მოხვდეს.



19. სუნთქვის დეგუსტატორი


image

სუნთქვის დეგუსტატორი ამოწმებს დავადებული კბილების მქონე ადამიანების სუნთქვას ალკოჰოლის მიღების და ნივრის ჭამის შემდეგ საღეჭი რეზინის დაღეჭვისას. კარგი ხარისხის საღეჭმა რეზინმა ყველა უსიამოვნო სუნი უნდა გააქროს ( არც ისე სასიამოვნო პროფესიაა, არ მეთანხმებით?)



20. ამსტერდამელი დეგუსტატორები


image

ამსტერდამში ჩატარებულ მარიხუანის ყოველწლიურ ფესტივალზე ბალახის მწარმოებლები ერთმანეთს სხვადასხვა ნომინაციაში ეჯიბრებიან: ყველაზე გემრიელი მარიხუანა, ყველაზე ლამაზი ფერის მარიხუანა, ყველაზე მხიარული.. ყველაზე ეფექტური და ასე შემდეგ. გამარჯვებულს გამოავლენენ მსაჯები, რომლებსაც დღეში დაახლოებით 30 სახეობის მარიხუანის გასინჯვა უწევთ. სანამ გამარჯვებულებს აჯილდოებენ, ჟიურის წევრები ცდილობენ სიცილის სამყაროდან ამ ქვეყნად დაბრუნებას (აბა რამდენ თქვენგანს სურს ამ კონკურსზე ჟიურის წევრად ყოფნა? :)



5
1225
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1225
  
2015, 17 აპრილი, 13:26
ხოო რაა რაც უფრო წვეტიანი იქნება უკეთესია:D:D:D:D
2015, 17 აპრილი, 13:25
ან სადგისი:D
2015, 17 აპრილი, 13:25
საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა მახათი გქონდეს და დანარჩენს მოახერხებ:D:D:D:D:
2015, 16 აპრილი, 19:07
მაინც რომელი? მარიხუანას გამომცდელი?:დდდ
2015, 16 აპრილი, 18:48
საინტერესო იყო......ზოგიერთი პროფესია ქართველებისთვისაა ზედგამოჭრილი
0 1 5