x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
რა ისტორია მოყვა ირაკლი ალასანიას ცოლმა ნანუკას შოუში

“ნანუკას შოუში“ ნათია ფანჯიკიძე 90-იან წლებში ირაკლი ალასანიას ამერიკაში წასვლასთან დაკავშირებით იუმორით იხსენებს ირაკლი ალასანიას მიერ განხორციელებულ ზარს, როდესაც მეუღლემ ალიგატორის მიერ მისი მეგობრის შეჭმის შესახებ ამცნო.

“თქვა, რომ უნდა წავიდე ერთი წლით... უკვე მყავს ორი პატარა ბავშვი, აქედან ერთი თვეების და რაღაც ახალი დაიწყო და ერთად გადავაგორეთ რაღაც მძიმე... ნუ მივხვდი, რომ მთელი მისი გონება არის, რომ უნდა გახდეს რემბო და ჩამოვიდეს და დაიბრუნოს აფხაზეთი და ხომ ვერ ვეტყვი, რომ არ გახდე რემბო იმიტომ, რომ მე მინდა სიყვარული და სინაზე... მინდა იყო ბავშვებთა... ნუ მივხვდი, რომ ამას მთელი ცხოვრება არ მაპატიებს... აფხაზეთი თუ ვერ დაიბრუნა ჩემი ბრალი იქნებოდა და სად შემიძლია ასეთ ცოდვაში ფეხის ჩაყოფა. წავიდა. რამდენიმე თვეში გარდაიცვალა მამაჩემი, აღარავინ არის, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეს. საქართველოში ცივა, უშუქობაა, გვშია... ხალხი ერთმანეთს ხოცავს... ერთი რემბო გვყავს და ისიც ამერიკაში... ერთ დღესაც რეკავს, ცუდ ხასიათზეა. ეხლა მეცინება, მაგრამ მაშინ საერთოდ არ იყო სასაცილო... რატომ გაქვს ასეთი ხმათქო და რავიციო, ჩემი მეგობარი ისეთი აკრგი ადამიანი, ალიგატორებმა შეჭამესო... გადავირიე, რატომ შეჭამეს ალიგატორებმა-თქო... ყველანაირ საფრთხეს ვიყავი ნაჩვევი, გარდა ალიგატორებისა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი წვრთნა იყო, უსაფრხოების ნორმა არ უნდა დაგერღვია და აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი ასე ტრაგიკულად დაიღუპა. მე მახსოვს ჩემი განწურული კივილი ტელეფონში... ჯერ ცუდი სიტყვები ვუთხარი და მერე დავაყოლე: ალიგატორებმა რომ შეგჭამონ შვილებს რა ვუთხრა? რატომ შეგიჭამეს მამა ალიგატორებმა? აფხაზეთში მაინც მომკვდარიყავი“ - ჰყვება ნათია ფანჯიკიძე.

0
9
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0