x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
როგორ გამოვიმუშაოთ ფული ინტერნეტით?

თუ გადაწყვიტეთ, რომ მოკალათდეთ სახლში კომფორტულად და სახლიდან გაუსვლელად იშოვოთ ფული ინტერნეტით, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. დღესდღეობით ინტერნეტ სივრცე აჭრელებულია მსგავსი სტატიებით, თუმცა ისინი არც ინფორმატიულია და ხშირად მასში უსარგებლო და ცრუ ინფორმაციაა მოცემული. სინამდვილეში ფულის შოვნა ინტერნეტით შესაძლებელია, უბრალოდ ამისათვის ცოტაოდენი შრომა და მონდომებაა საჭირო. მსოფლიოში უამრავი ადამიანია, რომელიც სწორედ ამ გზით შოულობს სტაბილურ შემოსავალს. ამგვარად ფულის მოპოვებისათვის მრავალი მეთოდი არსებობს, ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.imageერთ-ერთი ასეთია ეგრედწოდებული BUX-საიტები. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი ასეთო საიტი არის უბრალოდ ტყუილი და არ რიცხავს ფულს. ეს საიტები იხდიან ფულს მათ გვერდზე განთავსებული რეკლამების ნახვაში. მათი დადებითი მხარე ისაა, რომ ფულის მოსაგროვებლად არც ცოდნაა საჭირო და არც რაიმე ფულის დაბანდება. უფრო მეტი შემოსავლის მისაღებად კი საჭიროა გყავდეთ საკუთარი რეფერალები, ანუ მომხმარებლები, რომლებიც თავად მიიყვანეთ საიტზე, რადგან მათ მიერ გამომუშავებული თანხის გარკვეული რაოდენობა (მაგ. 20%) დაგერიცხებათ თქვენ, ისე, რომ მას თანხა არ მოაკლდება. BUX-საიტების ერთადერთი უარყოფითი თავისებურება ისაა, რომ ზოგიერთი ასეთი საიტი დიდხანს ვერ ძლებს. ასევე რომ არ მოტყუვდეთ გაითვალისწინეთ, რომ არც ერთი BUX-საიტი არ იხდის 0.5 დოლარზე ან რუბლზე მეტს ერთ კლიკში. ამიტომ მინდა წარმოგიდგინოთ ისეთი BUX-საიტები, რომლებიც პატიოსნად მუშაობენ და რეალურად იხდიან ფულს. ერთ-ერთი ასეთია www.seosprint.net.
seosprint-ზე ფულის შოვნა ძალიან მარტივია. უბრალოდ საჭიროა გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია, შემდეგ კი გადახვიდეთ კლიკებზე (Cepфинг caйтoв), რაშიც თქვენ გადაგიხდიან მიზერულ თანხას, თუმცა თუ იცით ელემენტარული რუსული შეგიძლიათ შეასრულოთ დავალებები (Выполнение заданий), რაშიც უფრო მეტს გადაგიხდიან. შეიძლება თითო დავალებაში 20-30 რუბლის აღებაც კი. გაითვალისწინეთ, რომ ზემოთხსენებულ საიტზე ანაზღაურება ხდება რუბლებში.imageასევე, მსგავსი საიტია www.wmmail.ru. ამ საიტზე პრინციპი აბსოლუტურად იგივეა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ანაზღაურება ხდება დოლარებში. imageერთ-ერთი მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტროი ისაა, რომ ამ საიტებიდან ფულის გასანაღდებლად უნდა შექმნათ თქვენი ონლაინ საფულე. ყველაზე მოსახერხებელი საფულეა www.webmoney.ru. საიტზე რეგისტრაცია მარტივია. როდესაც უკვე შექმნით ექაუნთimageს, მიუთითებთ ზემოთხსენებულ BUX-საიტებზე თქვენი webmoney-ს მონაცემებს და imageმომენტალურად გადარიცხავთ თანხას. ხოლო webmoney-დან ფულის განაღდების ყველაზე მარტივი გზაა, შეხვიდეთ www.mm.ge -ზე და თქვენი თანხა ნებისმიერ ქართულ ბანკში გადმორიცხოთ.
ასეთი BUX-საიტები გახსნილი იყო ქართულ ინტერნეტშიც, მაგრამ ბევრმა ვერ გაუძლო დროის გამოცდას. ახლა არის ერთ-ერთი ასეთი საიტი www.my-bux.ge, რომელიც მართლაც იხდის ფულს, თუმცა ეს თანხა ძალიან მიზერულია და ჩემი აზრით ნამდვილად არ ღირს დიდი დროის და ნერვების ფასად. imageინტერნეტში ფულის საშოვნელად თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი ინტელექტი და ერუდიცია. ქართულ ინტერნეტსივრცეში არსებობს რამდენიმე მოქმედი და კარგად გადამხდელი საიტი. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ორ მათგანს. პირველი www.intermedia.ge -ა. რადგან ამ სტატიას კითხულობთ ალბათ იცით კიდეც როგორ ხდება ამ ვებ-გვერდზე თანხის გამომუშავება, თუმცა მაინც აგიხსნით. ამ პროექტის ერთ ერთ მთავარი იდეა და არსი მდგომარეობს იმაში, რომ ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გამოაქვეყნოს მასალები და გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიიღოს შემოსავალი და ეს პრინციპი არ შეიცვლება სანამ ეს პროექტი იარსებებს, რაც შეეხება კრიტერიუმებს: პროექტის განვითარების მიზნით სხვა და სხვა ეტაპზე ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და კრიტერიუმები მუდმივად იხვეწება, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მთავარი კრიტერიუმი არის მასალების ხარისხი. ამ საიტზე თქვენ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ ისევე როგორც სტატიები, ასევე ფოტო და ვიდეო მასალა. ამ საიტზე რამდენიმე (დაახ 10-15) სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, თქვენ მოგივათ შემოთავაზება ჰონორარის მიღებასთან დაკავშირებით, დათანხმების შემდეგ კი შეძლებთ ანაზღაურების მიღებას. ანაზღაურება ძირითადად დამოკიდებულია მასალის ხარისხზე, ნახვებისა და “მოწონებების'' რაოდენობაზე. ასე რომ თუ თქვენ გადაწყვიტეთ ფულის შოვნა საკუთარი ცოდნის ხარჯზე, თანაც სახლიდან გაუსვლელად, ეს საიტი თქვენთვისაა. imageხოლო მეორე ამგვარი საიტი www.ihow.ge -ა. ის უკვე სამი წელია რაც ავტორებს, სტატიების სანაცვლოდ უხდის გარკვეულ თანხას. უფრო კონკრეტულად კი 2-5 ლარამდე თითო სტატიაში. ამ პერიოდის განმავლობაში სტატიის ავტორებზე გაცემულია 3000 ლარზე მეტი და ამ მომენტისათვის რამოდენიმე სტატია ელოდება ავტორიზაციას. სტატიებზე ანაზღაურების გაცემა ხდება სიტყვების რაოდენობის და მასალის ხარისხის მიხედვით მაგ:
სტატია 100-დან 250 სიტყვის შემადგენლობით – ღირებულება 2 ლარი;
სტატია 251-დან 400 სიტყვის შემადგენლობით – ღირებულება 3 ლარი;
სტატია 401-დან 550 სიტყვის შემადგენლობით – ღირებულება 4 ლარი;
სტატია 600+ სიტყვით – ღირებულება 5 ლარი.
ანაზღაურებია მისაღებად დაწერილი უნდა გქონდეთ მინიმუმ 3 სტატია. თანხის ჩარიცხვა ხდება ემანის ან საბანკო ანგარიშზე. თუ თქვენ პირველად იღებთ ანაზღაურებას, იმ ელ-ფოსტიდან, რომლითაც გაიარეთ რეგისტრაცია iHOW.GE-ზე, მიწეროთ შემდეგი ინფორმაცია ადმინისტრაციას: თქვენი სახელი ვებ-გვერდზე, ანგარიშის ნომერი, სახელი და გვარი. imageროგორც ხედავთ სულ ცოტა მონდომების და ცოდნის ხარჯზე ინტერნეტით ფულის შოვნა არც ისე რთული ყოფილა. იმედი მაქვს სტატია დაგეხმარებათ ე.გ ონლაინ ფულის შოვნაში. წარმატებებს გისურვებთ!

9
1765
17-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1765
  
2017, 4 მაისი, 21:48
სტატიის დაწერა შეიძლება მაგრამ რაღაც დამატებითი ფუნქციები აქვს უცნაური. ეს ფუნქციები ვერ გავიგე .
2017, 4 მაისი, 21:23
სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ ეს საიტი გაუქმდა. ახალი ავტორების მიღება შეჩერებულია უკვე რამდენიმე თვეა და მხოლოდ რეკლამები თავსდება.
2017, 30 აპრილი, 21:43
ihow.Geze დავრეგისტრირდი მაგრამ ვერ გავარკვიე სად რაა რის. ხომ ვერ დამაეხმარებით?
2015, 21 აპრილი, 18:16
ინტერმედიის გარდა შედარებით მეტი ფულის შოვნა ქართულ ინტერნეტ სივრცეში თითქმის არ არის შესაძლებელი. მე უკვე 140 ლარი მოვაგროვე ))
2015, 21 აპრილი, 16:52
საინტერესოა, წავიკითხე მთლიანად და რას მირჩევდი? ინტერმედიაზე უფრო მოხერხებული და ნორმალური სხვა ვებ სივრცე არის სადაც ფულს გამოიმუშავებ?
2015, 16 აპრილი, 16:16
არაფრის :))
2015, 16 აპრილი, 10:33
მადლობა
2015, 15 აპრილი, 19:14
საინტერესოა და გავაზიარებდი, მაგრამ გ აზიარებულიაო.
0 1 9