x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ეს არაა სიყვარული" - ეს სტატია დაეხმარება ზოდიაქოს ნიშნებს, გრძნობების გარკვევაში

image
ვერძი
- "თუ შენ სიყვარულის გარეშე არსებობ, ეს არ ცხოვრობ"- ასე ფიქრობს ვერძი. თუ შენ მე გიყვარვარ - ეს სიყვარულია, და თუ ვინმე სხვა გიყვარს - ეს სიყვარული არ არის. ამ ნიშნის წარმომადგენელში ყველაზე მეტად ჭარბობს ეგოიზმი. საყვარელი ადამიანისგან ითხოვენ მაქსიმალურს... მაგრამ თუ თვითონაც არ არის მზად გასცეს იმავე რაოდენობით სიყვარული, მაშინ ვერძს არ უყვარს. ეგოიზმს + სიყვარული = სიყვარული არ არის.

კურო: სიყვარული იმდენად კარგი რამაა, როგორ შეიძლება უბედურება მოჰქონდეს? შეიძლება! მაგალითად, გრძნობის გამოსახატავად ხანდახან ფულის დახარჯვაა საჭირო. თუნდაც საცოლისთვის ნიშნობის ბეჭდის საყიდლად. ნიშნობის ბეჭედი ძვირფასია...და ცოლსაც ძვირფასოთი მივმართავ. იქნებ სულ ტყუილად გადავყარე ფული? მაგრამ თუ ფულის ხარჯვა გენანება, ეს სიყვარული არაა...

ტყუპები: როდესაც გიყურებ თვალებში, ვცდილობ თავი შევიკავო სხვებზე ფიქრისგან... მას უყვარს სხვადასხვა მექანიზმები, ამიტომ მისი გული სიყვარულის მანქანაა. თუ მას არ ჰყოფნის ერთი თანამეცხედრე, ეყოფა ბევრი. და თუ ბევრი გიყვარს...ეს სიყვარული არაა.

კირჩხიბი - "რომ გიყვარდეს ადამიანები, უნდა ელოდო მათგან მინიმუმს." რა თქმა უნდა კირჩხიბს სჭირდება სიყვრული, მაგრამ ძალიან ბევრ სითბოს მოითხოვს. უნდა მზრუნველობა, კომფორტი, ძლიერი საყრდენი... თუ მეორე ნახევრისგან არაფერს ელი, ესე იგი, ის არც გჭირდება, ასე ფიქრობს კირჩხიბი და ალბათ სამართლიანადაც. შეყვარებულებს ერთნაირი გრძნობები უნდა აკავშირებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სიყვარული არ არის...

ლომი - "სილამაზე რა თქმა უნდა იარაღია, მაგრამ არა ატომური!" ყველა ლომი თავს ძალიან მიმზიდველად თვლის, ყველგან და ყოველთვის ისინი საუკეთესოები არიან. ხოლო სიყვარულს ზომიერება სჭირდება. სხვა საკითხია, რატომ იტანჯებიან ლომები უსიყვარულობით? პასუხი მარტივია: სიყვარული მდგრადია... მის გამო საჭიროა დათმობებზე წახვიდე და ხანდახან დაემონო კიდეც. თუ თათის გაქანება გეზარება, ეს სიყვარული არ არის. თქვენო უდიდებულესობავ და უფაფარფუმფულესობავ, ლომო! მომიტევეთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ კუდის ქნევით და ღრიალით სასიყვარულო ურთიერთობის აწყობა შეუძლებელია. ნუ იქნებით მოძალადე, გამოიყენეთ თქვენი მიმზიდველობა კარგი საქმეებისთვის, მაშინ კი მართლა გეწვევათ სიყვარული.

ქალწული - "როცა თქვენ მკოცნით ტუჩებით, ხანდახან კბილსაც გამკრავთ ხოლმე". ქალწული სიყვარულს მიკროსკოპის ქვეშ უყურებს, ხანდახან ანაწევრებს და აერთებს. ჭეშმარიტი სიყვარული ქალწულისა, არის სიყვარული, რომელიც საღ აზრს აკარგვინებს და პარტნიორის მავნე ჩვევებს უყურადღებოდ ტოვებს... მაგრამ თუ ქალწული მეორე ნახევარ აირჩევს ტანსაცმლის ფერის, სიმაღლის, სუნის და ხელფასის მიხედვით... რა თქმა უნდა, ეს სიყვარული არ არის.

სასწორი - "ქალების ნაწილი თვლიან, რომ ქორწინება, ეს მხოლოდდამხოლოდ მიზეზია იმისა, რომ მიიღო განქორწინება". ასე ფიქრობს სასწორი, რომელიც არაა შეყვარებული... თუმცა, არის ამ ფრაზაში სიმართლის მარცვალი. ქორწინების მერე ხომ მეორე ნახევარი აღარ იქნება ისეთივე მზრუნველი, როგორიც შეყვარებულობის პერიოდში იყო? აღარ იყიდის ყვავილებს და საჩუქრებს..არამედ სახლში დაბრუნებისას მოიტანს პურს და ბოსტნეულს. სასწორებო, ამორალურია არ გაჰყვე ცოლად კაცს, რომელიც გიყვარს... გამოდის რომ მამაკაცზე მეტად საჩუქრებს და ყვავილებს აფასებთ. მსგავს მიდგომას, რა თქმა უნდა სიყვარული ვერ ეწოდება.

ღრიანკალი - "სიყვარულთან შედარებით, ადამიანის ცხოვრებაში დაბადება, არის ეპიზოდი...ხოლო სიკვდილი - მოულოდნელი შემთხვევა. არ არის სიყვარული? არ არის ბედნიერება!". მღერიან ერთ-ერთ სიმღერაში. მორიელებს შევახსენებთ, შეხვარებული რომ იყო, ამის სურვილი უნდა გქონდეს. ასე რომ მოეშვით იმაზე ფიქრს, თუ როგორ განვითარდება ყოველი ნაცნობობა საწოლში. იფიქრეთ სიყვარულზე და სისტემატიურ ურთიერთობაზე, რომელიც ძალდაუტანებლად მოვა.

მშვილდოსანი - სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს, ფიქრობს ოპტიმისტი მშვილდოსანი და იმედი აქვს, რომ სწორეს ის არის "სილამაზე". მშვილდოსნის სიყვარულიც ოპტიმისტური, ჰუმანური და ლამაზია. მათი ვნება მოგაგონებთ მსუბუქ ქარიშხალს... მაგრამ თუ ის იტყვის "რაღაც არ მყოფნის" ან "ყველაფერი ისე ცუდადაა..." მაშინ მისი სიყვარული მყარი არ არის. ყოველ შემთხვევაში ის არ ეყოფა სხვებს... და თუ სიყვარული არ მოიცავს მთელ სამყაროს, მაშინ ეს სიყვარული არაა.

თხის რქა - "ბოროტების მოყვარული, შეიყვარებს თხასაც". თხის რქა სიყვარულს უნდა მიუდგეს, როგორც საქმიანობას. მას არ უყვარს, როცა მეუღლე ტირის საქორწინო კონტრაქტის გაფორმებისთანავე, რადგან თხის რქა კოსტუმშივე უბრუნდება საქმეს, ან სასიყვარულო ფრაზების გაგონებისას გაკვირვებული გეკითხებათ, "რა საჭიროა ამდენი ტკბილი სიტყვა? თუ ფული გინდა, პირდაპირ თქვი"... ეს სიყვარული არ არის.

მერწყული - ყველანაირ სიყვარულს არ შეუძლია მეგობრობის გაძლება. ამ ინტელექტუალურ ნიშანს ძლიერი სიყვარული შეუძლია. ერთადერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება მას შეექმნას, ეს მეგობრობისა და სიყარულის ერთმანეთში არევაა. ხანდახან ისინი ისე იქცევიან საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან, როგორც დაქალებთან/ძმაკაცებთან... ამ შემთხვევაში, ეს სიყვარული არ არის.

თევზები - "ნამდვილი სიყვარული არის როგორ მოჩვენება, ყველა მასზე საუბრობს, მაგრამ ცოტას თუ უნახავს". თუ თევზებმა თქვენში იპოვეს ცხოვრების აზრი და ისინი არ წუწუნებენ, აკეთებენ ყველაფერს თავისით(საჭმელსაც კი თავისით იმზადებენ!!!), ესე იგი თქვენ მას უყვარხართ... მაგრამ თუ თევზმა გთხოვათ მის მაგივრად გადაიხადოთ ინტერნეტის გადასახადი, დაწეროთ რეფერატი, უყიდოთ სიგარეტი ან დაუტოვოთ ფული, რადგან მანქანაში ბენზინი არ აქვთ... თქვენთვის სამწუხარო ამბავი გვაქვს.

1
1386
4-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
1386
  
0 1 1