x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
შემწვარი რძე - უგემრიელესი ესპანური დესერტი
imageშემწვარი რძე — რას აღარ მოიფიქრებენ ეს იმპულსური ესპანელები! ეს უგემრიელესი დესერტი თავისი გემოთი და ორიგინალურობით ნამდვილად მოხიბლავს თქვენს სტუმრებს. მისი მომზადება კი იმდენად მარტივია, რომ სრულიად გამოუცდელი დიასახლისიც კი წარმატებით გაართმევს თავს.








ინგრედიენტები:


კვერცხი 3ცალი


ფქვილი 300 გ.

შაქარი 150 გ.

ვანილი 1 ჩ.კ.

დარიჩინი 0.5 ჩ.კ.

რძე 0.5 ლ.

კარაქი 150 გ.

საფანელი - 250 გ.

ნახევარი ლიმონის ცედრა

ზეთი შესაწვავად


image



კარაქი მოვათავსოთ ქვაბში და დავდგათ ცეცხლზე. როცა გალღვება, ქვაბში ჩავყაროთ ფქვილის საერთო რაოდენობიდან 2/3 და თან განუწყვეტლივ ვურიოთ ხელის სათქვეფით. გავაგრელოთ რევა კიდევ 2 წუთი, ისე, რომ ცეცხლიდან არ გადმოვდგათ.


image


ჩავყაროთ შაქარი და ისევ კარგად ავურიოთ.

image


დავამატოთ ლიმნის ცედრა და დარიჩინი.

ჩავასხათ რძე, ვურიოთ მანამ, სანამ კრემი დუღილს დაიწყებს. ამის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცოტა გავაგრილოთ (დაახლოებით 5 წთ.) მანამდე კვერცხის გულები და ცილები გავაცალკევოთ.

ჩავათქვიფოთ თბილ მასაში კვერცხის გულები თითო-თითოდ, ვთქვიფოთ ხელით სწრაფად, რათა კვერცხმა მოხარშვა არ მოასწროს.

image



ფართო, ნაკლებად ღრმა ჭურჭელზე წავუსვათ ზეთი და მოვაფრქვიოთ საფანელი. ჩავასხათ მიღებული კრემი და მოვასწოროთ ზედაპირი (კრემის მასა უნდა იყოს დაახლოებით 2 სმ. სისქის).

image


გავაგრილოთ და შემდეგ შევდოთ მაცივარში 3 საათით. გაცივებული კრემი გამოვიღოთ, დავჭრათ კვადრატებად, რომბებად ან სამკუთხედებათ, ჩვენი სურვილისამებრ.

image


ავთქვიფოთ კვერცხის ცილები. კრემის თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხის ცილაში, ბოლოს კი - საფანელში.

image


imageშევწვათ დიდი რაოდენობით მდუღარე ზეთში ძალიან სწრაფად. უნდა მივიღოთ ხრატუნა ქერქი, შიგნით თხევადი კრემით. გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად.

image


შეგვიძლია მოვასხათ მურაბის წვენი ან ხილფაფა. თუმცა ესპანეთში ამ დესერტს ზემოდან ლიქიორს ასხამენ, ცეცხლს უკიდებენ და სუფრაზე ისე მიაქვთ.


image


1
766
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
766
  
2015, 14 აპრილი, 16:19
წარმომიდგენია რა გემრიელი იქნება, მაგრამ საწვალებელი კია :)
0 1 1