x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ქალის 20 ფრაზა, რომლებსაც მამაკაცები არასწორად იგებენ - ენის გაკვეთილი კაცებისთვის!

imageუცხოურ ენებს ბევრი სწავლობს, მაგრამ არსებობს ერთი ენა, რომლის შესწავლას მამაკაცების უმრავლესობა ვერ ახერხებს - ეს ქალების ენაა! კაცების დიდი ნაწილი თვლის, რომ ქალის გაგება ყველაზე რთულია. ამიტომ, გთავაზობთ 20 ფრაზას, რომლებსაც ხშირად ამბობენ ქალები, ხოლო კაცების უმეტესობა მათ არასწორად იგებს.

1. არაფერი
სინამდვილეში ამ „არაფერი“-ს მიღმა რაღაც იმალება და რაც უფრო მალე გაარკვევთ რა, მით უკეთესი.

2. «ეს კაბა მასუქებს?»
ეს ფრაზა შემდეგნაირად ითარგმნება: «შენ ფიქრობ, რომ მე უშნო ვარ?»

ნებისმიერ შემთხვევაში პასუხი უნდა იყოს «არა»!

3. განაგრძე!
არ ჩათვალოთ ეს ფრაზა ნების დართვად. ეს უფრო გამოწვევაა, რომლის შემდეგაც უმჯობესია საერთოდ არ განაგრძოთ.

4. კარგი იქნებოდა, რომ...
ყველაფერი, რაც მოსდევს სიტყვას «რომ», ინტერპრეტირებული უნდა იქნას, როგორც მისი შესრულების უსიტყვო ბრძანება.

5. კარგი
ეს ნიშნავს, რომ არგუმენტები ამოწურულია, საუბარი დასრულდა, მაგრამ მამაკაცი მაინც არ არის მართალი.

6. ყველაფერი რიგზეა
სინამდვილეში არაფერიც არ არის რიგზე. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ქალს გარკვეული დრო სჭირდება, რათა კარგად აწონ-დაწონოს კაცის მიერ ჩადენილი "დანაშაული" და მოიფიქროს "სასჯელი".

7. შენი გადასაწყვეტია!
თუ ამ სიტყვების მერე კაცი იფიქრებს, რომ მართლა თავისუფალია გადაწყვეტილების მიღებაში, ძალიან შეცდება. ამ ფრაზის თარგმანი ასეთი იქნება: "დადგა შენი რიგი გააკეთო არასწორი არჩევანი. მე კი ვიცი, რისი არჩევა იქნება სწორი, მაგრამ არ გეტყვი, რადგან შენ თავად უნდა მიხვდე". არასწორ არჩევანს, კი, როგორც წესი მივყავართ ფრაზამდე „ყველაფერი რიგზეა“ (იხ. პუნქტი 6).

8. ღრმა ჩასუნთქვა

სინამდვილეში ამგვარი ჩასუნთქვის მიღმა იმალება ფრაზა „დაუჯერებელია, როგორ უნდა ვიდგე და ხმის ამოუღებლად ვუყურო შენს სისულეს“.


9. 5 წუთი
ეს ფრაზა დიდწილად არის დამოკიდებული კონტექსტზე. თუ ქალი იცმევს, ეს როგორც წესი, ნიშნავს 30 - 40 წუთს. თუ მამაკაცი ტელევიზორს უყურებს, მაშინ ეს თითქმის ნულს უტოლდება და ნიშნავს «რატომ უყურებ ახლა ტელევიზორს, თუ შეგიძლია რაიმე სასარგებლო გააკეთო?».

10. მადლობა
ეს ნიშნავს ჩვეულებრივ, „მადლობას“ და პასუხი უნდა იყოს „არაფერის“.

11. დიდი მადლობა
ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს სარკაზმთან, სინამდვილეში ეს «მადლობა»-ს საპირისპიროა. არავითარ შემთხვევაში არ უპასუხოთ „არაფრის“.

12. დაივიწყე
ეს ნიშნავს, რომ ქალმა კაცს სთხოვა რაღაცის გაკეთება (შესაძლოა რამდენჯერმეც კი), მაგრამ ამაოდ. ახლა კი აპირებს ეს თავად გააკეთოს. ნებისმიერ შემდგომ შეკითხვას პასუხად მოჰყვება ღრმა ჩასუნთქვა (იხ. პუნქტი 8).

13. შეგვიძლია წავიდეთ სადაც გსურს
უმეტეს შემთხვევაში ეს ნიშნავს «უმჯობესია აირჩიო ჩემი საყვარელი რესტორანი».

14. უნდა ვილაპარაკოთ
ეს დიდი სკანდალის ან ჩხუბის მაუწყებელია. სიკვდილის ტოლფასია!

15. რას აკეთებ?
სინამდვილეში ეს სულაც არ არის შეკითხვა. ეს განაცხადია, რომელიც ასე ითარგმნება: «შენ ამას არასწორად აკეთებ».

16. მაინცდამაინც ახლა უნდა გააკეთო ეს?
არც ესაა შეკითხვა. ეს ნიშნავს, რომ უნდა შეწყვიტოთ ის, რასაც ახლა აკეთებთ და მოემზადოთ შემდგომი ბრძანებისთვის.

17. ადამიანებთან ურთიერთობის სწავლა არ გაწყენდა
ამ ფრაზის გადათარგმნა ასე შეიძლება: «უნდა დამეთანხმო».

18. არ ვბრაზობ
ბრაზობს.

19. ჩვენ გვჭირდება ...
მას სურს ...

20. არ მინდა ამაზე ლაპარაკი
ქალს სურს თავი დაანებონ, რადგან ჯერ ისევ აგროვებს მამაკაცის წინააღმდეგ მტკიცებულებებს.

1
391
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
391
  
2015, 29 ივნისი, 10:01
1000%-იან
0 1 1