x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
Sarke Studio, Timens Group, ირაკლი დონაძე და ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი
ირაკლი დონაძე


სტუდია TIMENS GROUP-ის დამფუძნებელი, 17 წლის დამწყები რეჟისორი ირაკლი დონაძე, მის სრულმეტრაჟიან ქართულ ფილმზე, თავის შემოქმედებასა და პროფესიულ საქმიანობაზე ისაუბრებს.

- ირაკლი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველად საქართველოში და ალბათ არამარტო საქართველოში არასრულწლოვანი დამწყები რეჟისორი
სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობს, როგორც გავიგეთ ის დამწყები რეჟისორი შენ ხარ, იქნებ გვიამბო ამ პროექტის შესახებ.


Sarke Studio


-მოგესალმებით, დიახ, ნამდვილად ასეა, ბატონ ლევან ბახიასა და SARKE STUDIO-ს თანადგომით ვმუშაობთ სრულმეტრაჟიან ქართულ ფილმზე, რომლის სახელია “სიმართლე თუ მოქმედება?“, ფილმის სცენარი მე მეკუთვნის და შეეხება XII
კლასელების ექსკურსიას, სადაც უფროსებისა და მასწავლებლის

მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი თინეიჯერები ამჟღავნებენ თავიანთ რეალურ სახეს, დამოკიდებულებებს გარე სამყაროსა და ერთმანეთის მიმართ. ფილმი ფსიქოლოგიური თრილერია.


Timens Group

-ძალიან საინტერესოა

შენს ასაკში ასეთ სერიოზულ პროექტზე რომ მუშაობ, მაგრამ ეს როგორ მოახერხე, როგორ მოხვედი აქამდე, როგორ მოიპოვე დაფინანსება?

-ჩემი ისტორია, რაც რეჟისურას და საერთოდ ფილმის შექმნას უკავშირდება 10-11 წლის ასაკიდან დაიწყო. ძალიან მგრძნობიარე და დიდი ფანტაზიის უნარის მქონე ბავშვი ვიყავი, ჩემი სამყარო მქონდა შექმნილი. ვწერდი მოთხრობებს, შემდეგ უკვე სცენარებს, რასაც მობილურით ვიღებდი, მსახიობებად ჩემს მეგობრებს ვათამაშებდი, რომლებიც ხშირად არ მიჯერებდნენ, მაბრაზებდნენ, ხუმრობით “რეჟისორაც“ კი შემარქვეს.


13 წლის ასაკში ტელევიზიით მოვისმინე ინფორმაცია კინოფესტივალ “ოქროს პეპელას“
შესახებ, მივედი ფესტივალის დირექტორთან ბატონ ირაკლი ჯაოშვილთან ევროპულ სკოლაში და მივიტანე ჩემი ერთ-ერთი პირველი მობილურით გადაღებული ფილმი “დემონები იტყუებიან“. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ყველაფერს ჩუმად, ოჯახისგან მალულად ვაკეთებდი, რადგან სიცილად არ ყოფნიდათ ჩემი გატაცება. მხოლოდ მაშინ გავანდე დედას ჩემი ფესტივალში მონაწილეობის ამბავი, როდესაც ბატონი ირაკლისგან მივიღე თანხმობა ფილმის გატანაზე.

პირველი დიპლომიც “ოქროს პეპელაზე“ ავიღე, სცენაზე ასულმა ხელები გავშალე და ხმამაღლა წარმოვთქვი, რომ მე გამოვალ რეჟისორი.

ოქროს პეპელა 2012ფესტივალზე გავიცანი ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ბატონი გრიშა ჩიგოგიძე. იმავე წელს გავხდი “პიონერფილმელი“. პიონერფილმს უკავშირდება ის მასტერ-კლასები და თრეინინგები, რამაც ჩემს პროფესიულ წინსვლაზე დიდი გავლენა იქონია.


პირველ წარმატებას მეორე მოჰყვა მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე “წმინდა ანდრიას ჯვარი“ ავიღე მედალი და სიგელ-გუჯარი, როგორც ფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ ფილმისათვის “კვირიკეს ბიჭები“.



წმინდა ანდრიას ჯვარიშემდგომ იყო კონკურსი “ფორმულა X“, სადაც გავხდი TBC ბანკის რჩეული ფილმისათვის “არ დაანაგვიანო შენი ქალაქი“.
2013 წელს ისევ “ოქროს პეპელაზე“ მივიღე დიპლომი ფილმისთვის “252“.
შემდგომ იყო ჩემი დაუღალავი შრომა, უკვე ჩემი საკუთარი, ნახევრად პროფესიონალური კამერით, რომელიც დედამ შემიძინა, პატარ-პატარა
ფილმები, ფესტივალები, წარმატებები რის შემდეგაც ინტერნეტის საშუალებით შემნიშნა და დამიკავშირდა რეჟისორი ლევან ბახია. დამაფინანსა გარკვეული თანხით და პროფესიონალური ტექნიკით. გადავიღე მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ჯამბაზი“ სადაც პატივი დამდო და მთავარი როლი შეასრულა მსახიობმა, რეჟისორმა და ქორეოგრაფმა ბატონმა გიორგი ოსეფაშვილმა.


სწორედ “ჯამბაზმა“ აიღო დიპლომი და ოქროს პეპელა საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის 2014 წელს.

ოქროს პეპელა 2014





ფილმი "ჯამბაზი"


გასულ წელს წილად მხვდა ბედნიერება და დავესწარი რეჟისორ ლევან
ბახიას ქართულ-ჰოლივუდური ფილმის LAND MINE GOES CLICK გადაღებებს, სადაც
ვიყავი Making of ასისტენტი.

-ვიცი, რომ საშინელებათა ჟანრის ფილმიც გაქვს გადაღებული, სად მიმდინარეობდა გადაღების პროცესი და რას შეადგენდა ფილმის ბიუჯეტი?

2014 წლის ზაფხულში, რაჭაში, ჩემს ულამაზეს

სოფელ თლუღში მე და ჩემმა ერთგულმა და განუმეორებელმა მსახიობმა ნიკა
ნადარეიშვილმა გადავიღეთ მძაფრსიუჟეტიანი ფილმი “წყაულა“, რომლის ბიუჯეტიც ნული ლარი იყო.


ფილმი "წყაულა".


სწორედ “წყაულას“ ნახვის შემდეგ დამიკავშრდა ბატონი ლევან ბახია და
კარგი სცენარის დაწერის შემთხვევაში დამპირდა მატერიალურ და ტექნიკურ თანადგომას. სცენარზე ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ დამაფინანსა და გამომიყო ოფისი SARKE STUDIO-ში, სადაც მე და ჩემი მეგობრები ვმუშაობთ იმ
ფილმზე, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, ფილმის გადაღება ზაფხულში იგეგმება და სავარაუდოდ შემოდგომაზე იქნება ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში.


"სიმართლე თუ მოქმედების" პოსტერი

სიმართლე თუ მოქმედება?

-როგორც ვიცი წელს ამ ყველაფერთან ერთად აბიტურიენტიც ხარ, სავარაუდოდ თეატრალურზე აბარებ?

-დიახ, წელს ვაბარებ თეატრალურ უნივერსიტეტში სარეჟისორო ფაკულტეტზე.

-მინდა წარმატებები გისურვო და დიდი ინტერესით დაველოდები შენი ფილმის პრემიერას.

-ძალიან დიდი მადლობა.















ახლა კი გთავაზობთ საპატრიარქოს ტელევიზიის მიერ ჩაწერილ ინტერვიუს.



0
533
2-ს მოსწონს
ავტორი:siaxle.ge
siaxle.ge
533
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0