x
image
beko777
35 წლის ასაკში მოულოდნელად კოტე თოლორდავა გარდაიცვალა
image11 აპრილს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში, ფილმის გადაღებებზე ჩასული ქართველი მსახიობი, ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, პოპულარული ქართული ტელე-სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" გმირი, ტელეკომპანია "პალიტრას" ჟურნალისტი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა.


როგორც გაირკვა მსახიობი მოსკოვში პარალელურად საკუთარ მამას სტუმრობდა და ამ მომენტისთვის გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია, ინფორმაციას ამ დროისათვის ვერ ავრცელებს ვერცერთი მისი ახლობელი, მეგობარი და კოლეგა.


"ჩემი ცოლის დაქალების" გადამღები ჯგუფი კი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და მეუღლეს, რომელიც სწორედ კოტესთან ერთად უძღვებოდა "პალიტრა ტვ"-ზე საავტორო გადაცემას.


ინტერნეტ-ტელევიზია "ვარსკვლავები" სამძიმარს უცხადებს საქართველოს ახალგაზრდა ქართველი კაცის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, ღმერთმა გაანათლოს მისი სული.






0
1356
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
1356
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0