x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
15 რამ, რაც ჩაის სწორად მირთმევის შესახებ უნდა იცოდეთ

image

მთელს მსოფლიოში ჩაი უამრავ ადამიანს უყვარს და მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმეც მიირთმევენ: დილით - გამოსაფხიზლებლად, საღამოს გასათბობად,
დღისით - სამუშაოზე. ასევე, სტუმრად და მეგობრებთან ერთად. მიუხედავად ამისა, ძალიან ცოტამ თუ იცის მისი სწორად მომზადების წესები, რათა ბოლომდე შეიგრძნონ ის გემო და არომატი, რაც ჩაის ახასიათებს.


პირველი რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, ეს ჩაის სახეებია, რომელიც მხოლოდ 6 არსებობს. ესენი არის:
თეთრი ჩაი, მწვანე ჩაი, ყვითელი ჩაი, ულუნი ანუ ჩინური შავი ჩაი, შავი ჩაი და ე.წ. პუერის ჩაი.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩაის ექვსივე სახეობა ერთი და იგივე მცენარის ფოთლებისგან მზადდება, რომელსაც ჩინური კამელია ეწოდება. ჩაის შეფუთვებზე
არსებული წარწერები: „მწვანე ჩაი“, „შავი ჩაი“... ეს მხოლოდ და მხოლოდ დამზადების ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული, რის შემდეგაც ამა თუ იმ სახის ჩაის იღებენ.


მეორე, რაც იშვიათად თუ იციან, მდგომარეობს იმაში, რომ ყველა სახის ჩაის სხვადასხვა ტემპერატურაზე აცხელებენ და ზოგიერთ მათგანს ადუღება არც კი ჭირდება. მაგალითად, თეთრი ჩაი ყენდება 65-75 გრადუსზე; მწვანე ჩაი - 75-85 გრადუსზე;
შავი ჩაი - 85-95 გრადუსზე; ხოლო ნაყენი, რასაც სხვადასხვა მცენარეებისგან ვაკეთებთ
და ჩაის ვუწოდებთ, 100 გრადუსზე.

არასდროს მიიყვანოთ ჩაი ადუღებამდე. ეს დასაშვებია სხვადასხვა ბალახებისა თუ ხილის შემთხვევაში. უფრო მეტიც, ეს აუცილებელიცაა.

ტემპერატურა შეგიძლიათ თერმომეტრის გარეშეც გაზომოთ. მაგალითად, თუ ჩაიდანზე ვიბრაციას შეამჩნევთ, წყალი უკვე 65-75 გრადუსზეა. ხოლო, როცა უკვე პატარა ბუშტებს დაინახავთ კიდეებში - 85-90 გრადუსი.


მესამე - გამოიყენეთ მხოლოდ ახალი წყალი ჩაისთვის. თუ თქვენ გაქვთ წყლის ფილტრი, ეს საუკეთესო ვარიანტია. გამოიყენეთ გაფილტრული წყალი.


მეოთხე - ჩაიდანში ჩაასხით მხოლოდ 1 პროპორცია. არასდროს არ დაამატოთ უკვე დაყენებულ ჩაის ზედმეტი ჭიქა წყალი. ეს ჩაის გემოს და არომატს უკარგავს.
image


მეხუთე - არასდროს გაათბოთ ჩაი შუშის ჩაიდანში. ერთადერთი გამონაკლისია, თუ ჩაიდანი დამზადებულია ძალიან სქელი ფაიფურით, ან სქელი კერამიკით.


მეექვსე- სანამ ჩაი დადგება, მოხადეთ ჩაიდანს თავი. ეს ეხმარება ბოლომდე გაიხსნას მისი არომატი.
image


მეშვიდე - ინგრედიენტების თანმიმდევრობა. თუ თქვენ რძიანი ჩაი გიყვართ, დაიმახსოვრეთ, რომ ჭიქაში ჯერ რძე უნდა ჩაასხათ, შემდეგ კი ჩაი.


მერვე - თუ თქვენ ჩაის პატარა პაკეტებს იყენებთ, ის ცხელ წყალში მხოლოდ 3 წუთით უნდა გააჩეროთ. ამ შემთხვევაში რძეს ბოლოს ამატებთ.


მეცხრე - ამოიღეთ ფოთლები ჩაიდნიდან 3 წუთის შემდეგ. ეს სრულიად საკმარისია ჩაის დასაყენებლად. შეგიძლიათ, იგივე ფოთლები მოგვიანებით კიდევ გამოიყენოთ.


მეათე - არასდროს გაწუროთ ჩაის პაკეტები ჭიქის კედლებზე, ის უბრალოდ კოვზით ამოიღეთ.
image




მეთერთმეტე - კარგი იქნება, თუ ჩაის პაკეტებს არ გამოიყენებთ. ეს მხოლოდ დროის ეკონომიისთვის არის გამოგონილი და არა უკეთესი გემოსა და არომატისთვის.


მეთორმეტე - ნუ მოერიდებით მწვანე ჩაის იმ მოტივით, რომ ის მეტ კოფეინს შეიცავს. ეს ტყუილია, რადგან როგორც უკვე ავღნიშნეთ, ყველა სახის ჩაი ერთი მცენარისგან მზადდება. შესაბამისად, ექვსივე სახეობა ერთსა და იმავე რაოდენობის კოფეინს შეიცავს. რაც შეეხება ანტიოქსიდანტებს, ეს უკვე დამზადების ტექნოლოგიასა და
ხარისხზეა დამოკიდებული.


მეცამეტე - აღსანიშნავია, რომ ჩაი მეტ კოფეინს შეიცავს, ვიდრე ყავა. თუ ჩვენ ეს პირიქით გვევგონა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ რეალურად, ერთი და იგივე ზომის ჭიქაში უფრო მეტ ყავას ვიყრით, ვიდრე ჩაის.


მეთოთხმეტე - თუ თქვენ კოფეინის მიღება გსურთ, ჩაის მუქი ფოთლები მეორადად გამოიყენეთ და თქვენ არამხოლოდ დილის დოზას, არამედ მთელი დღის სამყოფ კოფეინს მიიღებთ.



მეთხუთმეტე - თუ თქვენ ყველა ზემოთ ჩამოთვლილს გაითვალისწინებთ, უბრალოდ იდეალური ჩაის დასალევად მოემზადეთ...


0
741
4-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
741
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0