x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა?

image


ამის შესახებ განაცხადა ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა გია სოსანაშვილმა .

როგორც ბრალდებულის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე აცხადებს, შესაძლოა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

„შესაძლებელია ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტი ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარიყო. როგორც გია სოსანაშვილმა მითხრა, გარდაცვლილი ვაზაგაშვილი დადიოდა მელაძეების რძალთან, ვის გასვენებაშიც აპირებდა წასვლას, იმ მელაძეებს ვგულისხმობ. ამ ქალს მადონა ჰქვია, ამის შესახებ მთელმა სოფელმა იცოდა. შემდეგ ოჯახებს ამის გამო კონფლიქტიც მოსვლიათ და იური ვაზაგაშვილს ქალბატონის ქმრისთვის „ნივა“ უჩუქებია, რომ გაჩუმებულიყო. არ არის გამორიცხული ამ ხალხმა მოაწყო ეს ყველაფერი, რადგან თავზე ლაფდასხმული დადიოდა ეს კაცი. ამ კაცის ძმები სხვა სოფლებში არიან გადასულები, ამ ამბის გამო იქ არ ჩერდებიან. ამ ყველაფერს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ახსნა-განმარტებაში ჰყვება“, - განაცხადა სოსო ჯოგლიძემ.
ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა?"
image

თუმცა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ბრალდებას მალევე გამოეხმაურა იური ვაზაგაშვილის და მანანა ვაზაგაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ სოფელ ყარაფილაში მადონას არავის არ იცნობს. თუმცა, ერთ-ერთ მელაძეების ოჯახში არის რძალი მადინა, რომელიც ვაზაგაშვილების დეიდაშვილის შვილია.

„რა გითხრათ, ან რა კომენტარი გავაკეთო. სოფელ ყარაფილაში მადონა არავინ ცხოვრობს, არავის ვიცნობ. არის 44 წლის მადინა, რომელიც ერთ-ერთი მელაძეების ოჯახის რძალია, მაგრამ ეს გოგო ჩემი ალალი დეიდაშვილის შვილია. ეს სიბინძურე როგორ თქვა, გუშინ წავიკითხე, ჩემს გამწარებულ ოჯახს ასეთ რამეს როგორ აბრალებს. თავის დასაძვრენად რას არ იგონებს, მაგრამ ამას, მარტო სოსანაშვილი თვითონ ვერ მოიფიქრებდა. მას ვიღაცამ შესთავაზა ეს იდეა, მე ასე ვფიქრობ“, -აღნიშნა მანანა ვაზაგაშვილმა.

რაც შეეხება მადინა მელაძეს, იგი აცხადებს, რომ იური იყო მისი ალალი დეიდაშვილი:
"„თუ სოსანაშვილი თავად არის მიჩვეული ნათესავებთან მსგავს ურთიერთობას არ ვიცი, ეს არის ბინძური ჭორი".

მადინა მელაძის თქმით თუ სოსანაშვილის მხრიდან მსგავსი ცილისწამებას კიდევ ექნება ადგილი, ის სასამართლოში ჩივილს აპირებს.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. საქმეზე დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი გია სოსანაშვილი. გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

0
157
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0