x
ნუარიდან ნიუ-ხელოვნებამდე - ავსტრალიაში შიშველი დამთვალიერებლებისთვის გამოფენა გაიხსნა

imageავსტრალიის ნაციონალურ გალერეაში უჩვეულო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე მხატვარ ჯეიმს ტარელლას ნამუშევრებია წარმოდგენილი, სადაც მოხვედრა მხოლოდ ტანსაცმლის გარეშე არის შესაძლებელი, ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.
გამოფენას ერთდროულად 50 შიშველი ადამიანი სტუმრობს. გამოფენაზე დასწრებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს, მისი ნახვა მხოლოდ 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს შეუძლიათ.
„ამ შიშველმა ტურმა ბევრი რამ ნათელი გახადა. როდესაც არ გაცვია ტანსაცმელი, თქვენ არ შეგიძლიათ იმსჯელო ვის უფრო ბევრი ფული აქვს, არ არსებობს კულტურული განსხვავებები, რომელიც თავის თავში ტანსაცმელი შეიცავს. საბოლოო ჯამში, ყველა თანასწორია - თითქმის ერთიანი, “ - ამბობს იდეის ხელმძღვანელი სტიუარტ რინგჰოლტი.
ასევე, გიდისა და თავად დამთვალიერებლების თქმით, შიშველი სხეული ყველაზე უკეთ შეესაბამება შერჩეულ სტილს.
ჯეიმს ტარელის ნამუშევრები სურათების, ნახატებისა და ჰოლოგრამების მიქს წარმოადგენს. ასევე, მხატვარი მუდმივად ექსპერიმენტებს აკეთებს სინათლისა და სივრცის გადათამაშებით.
შეგახსენებთ, რომ ადრე შიშველი პერფორმანსი მხატვარმა შვეიცარიაში მოაწყო.

0
125
შეფასება არ არის
ავტორი:ბერიკა სადუნიშვილი
ბერიკა სადუნიშვილი
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0