x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ფინელების მიერ ტრაქტორით დამყარებული ახალი მსოფლიო რეკორდი სისწრაფეში 130, 165კმ/სთ გახდა.

image ახალი მსოფლიო რეკორდი სისწრაფეში ტრაქტორებს შორის დამყარებულია.
ახალი მსოფლიო რეკორდი სისწრაფეში ტრაქტორებს შორის დაამყარეს ფინეთის ლაპლანდიაში, თოვლიან ტრასაზე.
სარეკლამო რგოლის გადაღებისას, სადაც ხდებოდა ფინური " Nokian Tyres" რეკლამირება, 7 ტონიანმა ტრაქტორმა "Valtra T234", რომელსაც მართავდა რალის მსოფლიო ჩემპიონი იუხოი კანკკუნენი, განავითარა მაქსიმალური 130, 165კმ/სთ სიჩქარე, რითაც დაამხო ძველი რეკორდი და გახდა ახალი რეკორდი ტრაქტორებს შორის მსოფლიო მასშტაბით.
როგორც იუწყება კომპანია "Valtra"–ს წარმომადგენელი, სარეკორდო რბოლაში მონაწილე ტრაქტორს არ გააჩნდა განსხვავებული სიმძლავრის ფორსირებული ძრავა, არამედ ის იყო სერიული წარმოების ტრაქტორი, რომელსაც ერთადერთი რამ რაც შეუცვალეს ეს იყო–შეცვალეს ძრავის მართვის ბლოკში პროგრამული უზრუნველყოფა, რამაც ტრაქტორის ძრავს მისცა საშუალება განევითარებინა ტრაქტორისათვის საკმაოდ მაღალი სისწრაფე და დაემყარებნა ახალი მსოფლიო რეკორდი.
ექსტრემალური რბოლისათვის ტრაქტორს დაუყენეს "Nokian Hakkapeliitta TRI"–ის დაკბილული საბურავები, რომლის ეფექტურმა მოჭიდებამ თოვლიან და გაყინულ ტრასაზე ტრაქტორს საშუალება მისცა დაემყარებინა მსოფლიო რეკორდი.
მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად მონაწილეებს დასჭირდათ რამდენიმე მცდელობა განეხორციელებინათ, ტრასის მოუმზადებლობის გამო ტრაქტორმა რამდენიმე მცდელობისას ვერ შესძლო განევითარებინა მაღალი სიჩქარე, ვიწრო მოსახვევების გამო მრბოლელი იძულებული იყო შეენელებინა სისწრაფე, რის გამოც ვერ მოხერხდა რეკორდის დამყარება.
ამ მიზეზების გამო ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს გაეკეთებინათ ახალი ტრასა, სადაც ტრაქტორმა როგორც მოგახსენეთ განავითარა 130, 165კმ/სთ სიჩქარე რაც დააფიქსირეს გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა.
image
















































































3
79
20-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
79
  
2015, 13 აპრილი, 13:00
აქ ხარ? მომწერე
2015, 9 აპრილი, 18:50
მადლობა მაკა :)
2015, 9 აპრილი, 18:17
გავაზიარე ;)
0 1 3