x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134341
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
ივანიშვილი, ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, ბესიკ ხარძიანის საქმის გამოძიება როგორც არ უნდა გაგრძელდეს, მთავარი დამკვეთი ის ძალადობრივი სისტემაა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაინერგა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "კვირის 2030"-ში, ბესო ხარძიანის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

-"ვერსია ერთია - სათავე ბოროტებისა იყო იმ სისტემაში. ეს სისტემა ნერგავდა ამას ყველაფერს და აღვივებდა. ჩუქება, ქონების გადაფორმება, ჯერ ბესიკის დაპატიმრება რა ფორმით მოხდა, ნახეთ, ძალით გააღებინეს პირი და ნარკოტიკები ჩაუყარეს. ეს კატასტროფაა, რომელი საუკუნეა, ასეთი ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან არ ვიცი, უახლოეს ასწლეულებში შეიძლება ვერც კი გავიხსენოთ. ყველაფერი უნდა გააკეთოს პროკურატურამ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, მთავარია დამკვეთები ვინ არიან, მაგრამ მთავარი დამკვეთი ამის გახლდათ ის ძალადობრივი სისტემა, რომელიც დაინერგა "ნაციონალური მოძრაობის" დროს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. image

0
138
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0