x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ შევღებოთ კვერცხები აბრეშუმის ნაჭრით - განსაცვიფრებელი ეფექტი!

imageსულ მალე ვიზეიმებთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელიც, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია წითლად შეღებილი კვერცხების გარეშე. თუმცა ზოგჯერ სურვილი გვაქვს სტუმრები თუ ნაცნობ-მეგობრები გავაოცოთ სხვადასხვა ფერის, ულამაზესი დეკორაციებით გაფორმებული კვერცხებით. მართალია, ამას რელიგიური დატვირთვა არა აქვს, მაგრამ საინტერესო და სახალისოა. განსაკუთრებით მაშინ, თუ პროცესში ბავშვებიც ერთვებიან. ამიტომ გთავაზობთ კვერცხების შეღებვისა და გაფორმების ერთ ძალიან საინტერესო და მარტივ მეთოდს.
ამისათვის დაგჭირდებათ:

ფერადი აბრეშუმის ქსოვილის რამდენიმე ნაჭერი;
თხელი თეთრი ნაჭერი
თოკი
ძმარი
15 კვერცხი


დაჭერით თეთრი და აბრეშუმის ქსოვილები 17 х 17 სმ-ის კვადრატებად. მჭიდროდ შეახვიეთ თითოეული კვერცხი ჯერ ფერადი აბრეშუმის, შემდეგ კი თეთრ ქსოვილში და თავი მოუკარით თოკით. მოათავსეთ ქვაბში და დაასხით წყალი. დაამატეთ 3 ს.კ. ძმარი და 15 წუთი ხარშეთ. შემდეგ გადაღვარეთ წყალი, კვერცხები გააგრილეთ და შემოაცალეთ ქსოვილები.

შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით!

ესეც ამ ყველაფრის ვიდეოგაკვეთილი:





0
1054
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1054
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0