x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საფრანგეთში ზედმეტად გამხდარი მოდელები აიკრძალა
imageსაფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ კანონპროექტს, რის მიხედვითაც აიკრძალა რეკლამებში ზედმეტად გამხდარი მოდელების გამოყენება, აგრეთვე იკრძალება მოდების ჩვენებებზე ძალიან გამხდარი მანეკენების გამოსვლა.


ზედმეტი სიგამხდრე გამოვლინდება სხეულის მასის ინდექსიდან გამომდინარე(BMI)-ადამიანის წონის შეფარდება კილოგრამებში სიმაღლის კვადრატულ მეტრთან.


BMI-ის მიხედვით გოგონას ინდექსი არ უნდა 18 ნაკლები, ფრანგი ქალების საშუალო ინდექსი 23, 2.-ია.


ექიმების განცხადებით, თუ თუ BMI -ის ინდექსი 18, 5 დან 24, 9-მდეა ქალი შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელად.


უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ ქალის სიმაღლე 175 სმ.-ია მისი წონა 55 კილოგრამზე ნაკლები არ შეიძლება იყოს.


კანონის დამრღვევს ელოდება მსხვილი ჯარიმა 75 ათასი ევროს ოდენობით ან პატიმრობა 6 თვით.


საფრანგეთის მოდელთა ნაციონალური სააგენტო უკმაყოფილოა კანონის მიღებით, მათი აზრით ფრანგი მოდელები საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუუნაროები იქნებიან.


თუმცა როგორც BBC-ის კორესპონდენტი პარიზში ჰიუ შოფილდი იუწყება, მედიკოსებმა გადაწყვიტეს აქტიურად დაიცვან ქალთა უფლებები.ყოველწლიურად საფრანგეთში 40 000 ქალი ავადდება ანორექსიით, 2007 წელს 28 წლის ასაკში ანორექსიით გარდაიცვალა ფრანგი სუპერმოდელი იზაბელ კარო, რომელმაც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თვითონ მიიღო მონაწილეობა ანორექსიის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში.

image

0
48
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0