x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
სასიყვარულო წერილები ზოდიაქოს ნიშნებისგან

image
ვერძი
- "მე ძალიან ვეჭვიანობ და ვფიქრობ, შეიძლება ტყვია შუბლში დაგახალო...მთელი დღეა ვფიქრობ, რის გაკეთებას შევძლებდით ერთად... რომ ვუფიქრდები, ბედნიერი ვარ, რომ მყავს ის, ვისაც არ ეშინია ჩემთან ერთად ჩაიდინოს ისეთი ქმედებები, რომელიც სიგიჟემდე მომწონს. ახლა კი უნდა გავიქცე, უფროსი მეძახის.
მიყვარხარ.
P.S. უი, სულ დამავიწყდა მოგსალმებოდი..."


კურო - "აუცილებლად მიპასუხე. საღამოს ვახშამს მომიმზადებ? მმმმ..."

ტყუპები: მოგწერენ წერილს, შემდეგ დაგირეკავენ და წაგიკითხავენ წერილს მობილურით. ვინაიდან და რადგანაც ტყუპები კომუნიკაციისა და კავშირის ღმერთები არიან, ისინი წაგიკითხავენ მინიმუმ 6 გვერდს, რომელიც სავსე იქნება ფრაზებით "ჩვენ ვფიქრობთ" და "ჩვენ ვგრძნობთ"

კირჩხიბი: "ვერ ვითმენ... როდის ვიყიდით სახლს, რომელშიც ერთად ვიცხოვრებთ??? მხოლოდ შენ და მე... და დედაჩემი... სახლის კედლებზე ჩემი მეგობრების და ნათესავების შვილების სურათებს ჩამოვკიდებს, სანამ საკუთარი, მინიმუმ შვიდი შვილი არ გვეყოლება... ისეთი სასიამოვნო იყო, როდესაც შეგხვდი..."

ლომი: " შენ არაჩვეულებრივი გემოვნება გაქვს! და შენ მართლაც არაჩვეულებირივი ხარ, რადგან შენ ჩემთან ხარ!"

ქალწული: ქალწულის წერილი აუცილებლად იქნება დაწერილი ეკოლოგიურად სუფთა ფურცელზე. წერილი იქნება ოფიციალური, რომელსაც აუცილებლად ექნება პროლოგი და ეპილოგი. ის მოგწერთ დაწვრილებით რასაც ფიქრობს, მაგალითად: "შენს კოსტუმზე შევნიშნე მტვერი, მაგრამ არაუშავს.. ყოველ შემთხვევაში სუნი არ აგდიოდა".

სასწორი მოგწერთ არაჩვეულებრივი კალიგრაფიით. ისინი სავარაუდოდ გამოიყენებენ სურნელოვან მელანს. სწორედ სასწორებმა "გახსნეს/იპოვეს" ვალენტინობის დღესასწაული, არ დაგავიწყდეთ ეს.

რადგან მორიელის საყვარელი დღესასწაული Halloween-ია და ისინი გიჟდებიან მისტიკაზე, ისინი დაგაჰიპნოზებენ სიტყვებით: "შენ ჯერ კიდევ ვერ წარმოგიდგენია რეალურად, მაგრამ შენ უკვე ჩემს საწოლში ხარ".

მშვილდოსანი გამოგიგზავნით წერილს შორეული ქვეყნებიდან და მიაკრავს განსაკუთრებულ მარკას, რომელიც შეიცავს მსგავს შინაარსს: "პერიოდულად ვფიქრობ შენზე...გაგიგია თუ არა იმ ადგილების შესახებ, რომლებშიც ახლა ვიმყოფები?" შემდეგ დაამატებს რაღაც ინფორმაციას ხალხზე, რომელიც მის ირგვლივაა. ტექსტი იქნება არეული, დაახლოებით ასეთი: " შენ ძალიან ლამაზი ხარ.. ცივა... ამინდი აირია... დაგირეკავ.. მალე დავბრუნდები".

თხის რქა: "მე ძალიან მომწონს, რომ გაფასებ იმის გამო, რაც ჩემთვის გააკეთე... შენი გარეგნობა ჩვეულებრივია, ამიტომაც მიზიდავ... თუმცა, ვნახოთ რა იქნება."

მერწყული არ აგზავნის სასიყვარულო წერილებს. ყველაზე დიდი, რაც შეიძლება მათგან მიიღოთ, ეს მოსაწვევი ბარათია, რომლითაც გპატიჟებთ რაღაც არაორდინალურ და აბსოლიტურად გიჟურ წვეულებაზე.

თევზები აგზავნიან სასიყვარულო წერილს, მაგრამ გონებაგაფანტულობის გამო, სხვა მისამართს უთითებენ ხოლმე. ოღონდ იყავით დარწმუნებულები, რომ ისინი მუდამ ფიქრობს თქვენზე და თუ ოდესმე მისი წერილი თქვენამდე მოაღწევს, ის შემდეგი შინაარსის იქნება: "მე არ ვიცი შენ ვინ ხარ, მაგრამ მაინც მიყვარხარ და შენს გარეშე არ შემიძლია!!!"

0
929
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
929
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0