x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
BMW -ს დილერებმა მანქანა აჩუქეს ქალს, რომელმაც მათი საპირველაპრილო ხუმრობა დაიჯერა
BMW-ს დილერებმა ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში ახალთახალი პირველი სერიის ჰატჩბეკი აჩუქეს ადგილობრივ მცხოვრებს ტიანა მარშს, რომელმაც ფირმის მიერ მოფიქრებული საპირველაპრილო ხუმრობა დაიჯერა. ქალი გამოეხმაურაა ადგილობრივ გაზეთ The New Zealand Herald-ში ფირმის დილერის მიერ საპირველაპრილოდ გამოქვეყნებულ სახუმარო განცხადებას, რომელიც ამცნობდა, რომ ყველას, ვისაც კი ძველი ავტომობილი ჰყავდა, ფირმა BMW ახალ ავტომობილს სთავაზობდა ძველის სანაცვლოდ.


image


მარში ავტოსალონში დილაადრიან მივიდა, დილის ექვსის ნახევარზე. მან დილერებს გაზეთიდან ამოჭრილი კუპონი წარუდგინა, თუმცა ბოლომდე არ სჯეროდა, რომ გაუმართლებდა. მაღაზიის მენეჯერმა მას საზეიმო ვითარებაში გადასცა ახალთახალი მანქანის გასაღები. სიხარულისაგან ენაჩავარდნილ ქალს არა და არ სჯეროდა, რომ ახალი ჰატჩბექის მფლობელი გახდა.


image



მანქანასთან ერთად მარშმა დამატებით მიიღო სპეციალური სანომრე ნიშანი წარწერით NOF00L (ბრიყვი არ ვარ) და საშოფრო ოსტატობის კურსის გასავლელი სერტიფიკატი BMW Driving Experience-ის ცენტრში.


image


ტიანა მარშის ძველ ავტომობილს - 15 წლის Nissan Avenir-ს დილერი აუქციონზე გამოიტანს გადაყიდად. მისი გაყიდვიდან შემოსული თანხა შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.




P.S. ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ BMW-ს მესვეურებს მშვენიერი სარეკლამო ტრიუკი გამოუვიდათ, რაც ერთიორად გაზრდის მათი მანქანების გაყიდვების რაოდენობას.

5
773
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
773
  
2015, 7 აპრილი, 15:13
ბეემვეს დილერად რომ დავიწყებ მუშაობას, აუცილებლად გავითვალისწინებ :)
2015, 7 აპრილი, 14:37
აბა მე ვინ გამეხუმრება მასე? :D გელოდებით არ მოგერიდოთ
2015, 3 აპრილი, 22:36
და რაღა ხუმრობა იყო, არ მესმის, აჩუქეს ნამდვილად და... აი მერე უკან რო ჩამოერთმიათ ის იქნებოდა ხუმრობა :)
2015, 3 აპრილი, 17:21
ზოგს რა ბედი აქვს:(
2015, 3 აპრილი, 17:19
მაგარია
0 1 5