x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
არჩილ თხლაშიძე–პოლიტიკური ნიშნით მეგობრები არასდროს ამირჩევია!
არჩილ თხლაშიძეარჩილ თხლაშიძე - 2010ივლისიდან-2012 წლის ივნისამდე – იყო თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “უმცირესობის” თავჯდომარე.
2012დეკემბრიდან - 2014 წლის მარტამდე – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება”–ს თავმჯდომარე.

2014 მარტიდან- 2014 აგვისტომდე საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე.

2014 წლის მოწვევის თვითმმართველი ქალაქი თელავის საკრებულოს თავმჯდომარე.





საკრებულოს თავმჯდომარის გზა ფრაქცია “უმცირესობიდან”- უმრავლესობამდე


-ბატონო არჩილ, დავიწყოთ იქიდან რომ, თქვენ ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე ხართ, ხოლო თქვენი სიძე გელა სამხარაული კი თელავის მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში, ეს ფაქტი რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ?
და თავი ხომ არ გიგრძვნიათ უხერხულად როცა ამ ნათესაურ კავშირს თქვენივე ოპონენტები ხშირად გახსენებენ?

- ამ თემაზე ბევრჯევ მისაუბრია და არც ეხლა გეტყვით უარს. გელა სამხარაული პარლამენტშია, საკანონმდებლო ორგანოში, მე კი საკრებულოში, ადგილობრივ თვითმმართველობაში, თანაც სხვადასხვა პარტიები ვართ. ჩვენ, ხალხის მიერ, კანონიერად არჩეული დეპუტატები ვართ და საკუთარი ქვეყნის სამსახურში ვდგავართ, რაც არა მხოლოდ გამართლებულად, მეტიც, მოვალეობად მიმაჩნია. რაც შეეხება ნათესავობას, გეტყვით, რომ უხერხულობას ნამდვილად არ ვგრძნობ, პირიქით, ჩვენ ვამაყობთ ერთმანეთთან ნათესავობით. ოპონენეტების კრიტიკაზე კი ვიტყვი, რომ სრულიად უსაფუძვლოა.

- თქვენ ხართ ამავდროულად ქალაქ თელავის საკრებულოსა და მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეც. საინტერესოა რა პრინციპით შეარჩიეთ, მაგალითად გასაუბრების დროს, საკრებულოს აპარატის თანამშრომელები?

-რა თქმა უნდა მათი კვალიფიკაციით, გამოცდილებით, კომუნიკაბელურობით და განათლებით. მინდა გითხრათ, რომ მე ერთპიროვნულად არ შემირჩევია. მათ ჩააბარეს ტესტები, ხოლო შემდეგ გაიარეს გასაუბრება და ყველა გადაწყვეტილება შვიდ წევრიანი კომისიის გუნდური მუშაობით იქნა მიღებული.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ გასაუბრების დროს არ ყოფილა პოლიტიკური ნიშნით შერჩევა?

- მთავარი პოლიტიკური იდეოლოგია არ არის. თვითმმართველობის სტრუქტურის მუშაობის დროს, მთავარია კვალიფიკაცია, პრაქტიკა, განათლება და ის უნარჩვევები, რაც საჯარო მოხელეს უნდა გააჩნდეს.

- როგორ შეაფასებთ საკონკურსო საატესტაციო კომისიის მუშაობას?

- ვთვლი, რომ იყო მაქსიმალურად ობიექტური და საკმაოდ შრომატევადი, თუმცა, რამდენიმე ვაკანსიაზე გამარჯვებული ვერ გამოვავლინეთ და ამ პოზიციებზე კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად. კანონის შესაბამისად ამ ვაკანტურ თანამდებობებზე
კონკურსი თავიდან გამოცხადდება.

-რა ქონებას ფლობს ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე?

- საკარმიდამო ნაკვეთს ქალაქ თელავში, ფართობი 500 კვ.მ. ასევე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 7 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთებს, სოფლებში კურდღელაური და ვარდისუბანი.

-საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ხომ არ შეცვლილა თქვენი ქონებრივი
დეკლარაცია?

-შეიცვალა, კერძოდ შევიძინე სასოფლო სამეურნე დანიშნულების მიწა 0.33 ჰა და არ გამოვრიცხავ, რომ ქონების შეძენის ან გაყიდვის შემთხვევაში, ჩემი ქონებრივი დეკლარაცია კვლავ შეიცვალოს.

-ანუ ქონების შესაძენად ხელფასი საკმარისი გაქვთ?

-მეტნაკლებად, თუმცა მიმაჩნია, რომ ჯამაგირი კი არ უნდა ეყოს კაცს, არამედ კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს...

- ანუ დათა თუთაშხია გიყვართ?

-ჭაბუა ამირეჯიბი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია!

- ამბობენ, რომ 2012 წლამდე ნაციონალი იყავით, ყოველ შემთხვევაში მათი დახმარებით მოხვდით 2010წელს საკრებულოში ...

- ეს რა თქმა უნდა სიმართლე არ არის. 1999 წლიდან დღემდე ვარ მხოლოდ პ/მ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წევრი და სხვა პარტიის წევრი არ ვყოფილვარ არასდროს.

- გყავთ ნაციონალი მეგობრები?

- მე ბევრი მეგობარი მყავს, თუმცა პოლიტიკური ნიშნით მეგობარი არასდროს ამირჩევია.

-და ბოლოს ასრულდება ოცნებები ამ ქალაქში?

- აუცილებლად! ძალ-ღონეს არ დავზოგავთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლებიდან წასვლისას, თელავი იმაზე უკეთესი ქალაქი იყოს, ვიდრე ჩვენს მოსვლამდე იყო. არაფერს დავიშურებთ, რომ თელავი არა უბრალოდ უკეთესი, არამედ რეგიონის და ქვეყნის ერთ-ერთი მოწინავე და

განვითარებული ქალაქი გახდეს.

პ.ს. არ უყვარს ბევრი საუბარი, მაგრამ კითხვებს თავს არ არიდებს

0
164
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0