x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
79 წლის მოხუცის გამოსვლამ პოდიუმზე ნამდვილი ფურორი მოახდინა.

image ამ 79 წლის მოხუცს შეუძლია "ფორა" მისცეს უამრავ ახალგაზრდა მოდელს.
როგორც მოგეხსენებათ სამოდელო სამყაროში ძალზე მძაფრი კონკურენციაა და თუ ქალი მოდელების ნაკლებობას არ უჩივის ეს სამყარო, მამაკაცი მოდელების დეფიციტია, საუბარია პროფესიონალ და პარამეტრებში მოქცეულ მოდელებზე, ამიტომაც ხშირად დიზაინერები და მოდის კვირეულის ორგანიზატორები ჩვენებებზე მოდელად იწვევენ ს ხვადასხვა პროფესიის ცნობილ ადამიანებსაც. ამ სტატიაშიც საუბარი გვექნება მამაკაც მოდელებზე, უფრო სწორედ 79 წლის მოხუცზე, რომელიც შოუს "გასაფორმებლად" მიიწვიეს პოდიუმზე, მან კი მისი აღნაგობითა და მანერებით ფურორი მოახდინა.
79 წლის მსახიობი ვან დეშუნი, რომელიც მძაფრსიუჟეტიანი ფილმებითაა ცნობილი, პოდიუმზე მოხვდა ჩინური მოდის კვირეულის პეკინში ჩატარებისას. მოხუცმა "მოდელმა" როგორც ჩინური პრესა იუწყება ახალგაზრდებს შურით "ტუჩები მოაკვნეტინა".
მოდის კვირეულის მონაწილეები თუ პოდიუმზე ლამის "მუმიებივით" შეფუთულები გამოიყვანეს ორგანიზატორებმა და დიზაინერებმა, ვან დეშუნი სხვებისგან განსხვავებულად გამოიყვანეს და ვფიქრობ ეს სწორი დამკიდებულებაც იყო, რადგან მართლაც რომ "ცოდვა" იქნებოდა არ ენახა მაყურებელს ასაკის მიუხედავად ძალზე ენერგიული და შემართული მოხუცის გამოსვლა პოდიუმზე.
გთავაზობთ ფოტოკოლაჟს ვან დეშუნის გამოსვლებიდან პოდიუმზე.
imageimageimageimage

0
107
16-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0