x
image
worldsport.ge
პისკოვეცმა “გაგრაში” ოთხი უკრაინელი მიიყვანა

imageსაფეხბურთო კლუბ “გაგრას” ახალ მთავარ მწვრთნელს უკრაინელ ანატოლი პისკოვეცს კლუბის ხელმძღვანელობამ მიზნად უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში მოხვედრა დაუსახა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” გაგრელთა უსაფრთხოების ოფიცერმა და ლიცენზირებაზე პასუხისმგებელმა მიხეილ აფხაზავამ აცნობა.
“გაგრას” მიზანი საქართველოს პირველი ლიგის B ზონაში მეორე ადგილზე გასვლაა, რაც პლეი ოფში გასვლის შანსია.
პისკოვეცი, რომელმაც 2011 წელს “გაგრა” უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოაგებინა, გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმუშავებს.
ახალმა მწვრთნელმა “გაგრაში” 4 უკრაინელი ფეხბურთელი მიიყვანა: 23 წლის მეკარე იაროსლავ ბურდეინი ბელაია ცერკოვის “არსენალიდან”, 25 წლის საყრდენი ნახევარმცველი რომან მირონენკო დნეპროძერჟინსკის “სტალიდან”, 19 წლის ცენტრალური მცველი ევგენი მალიკი ლუცკის “ვოლინიდან”, 22 წლის შემტევი ნახევარმცველი არტურ კუპრი “მიკოლაევიდან”.
გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი მამუკა რუსია უკრაინელი სპეციალისტის ასისტენტად იმუშავებს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0