x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მეთოდი, რომლითაც სკოლის დირექტორმა მოსწავლეების მოსწრება რეკორდულად გაზარდა
imageეს ამბავი მიჩიგანის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა. 2010 წელს იგი შტატის ყველაზე ჩამორჩენილ სკოლად აღიარეს. სწორედ ამან მისცა სკოლის დირექტორს სტიმული იმისათვის, რომ მოეფიქრებინა გაკვეთილის ჩატარების ახალი, ძალიან ეფექტური მეთოდი.


მოგეხსენებათ, სკოლაში გაკვეთილებზე ყოფნა და აქტივობა საკმაოდ დამღლელია მოზარდისთვის. ზოგი ამას ვერ უმკლავდება და გაკვეთილების ბოლომდეც კი ვერ ჩერდება, ხოლო სახლში დაბრუნებისას თითქმის ყველა არაქათგამოცლილია და მეცადინეობა მათთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი ხდება.


სწორედ გაკვეთილზე დატვირთვის და სამუშაო დღის ხანგრძლივობის შესამცირებლად დირექტორმა მასწავლებლებს შესთავაზა ახალი მასალა ბავშვებისთვის ონლაინ-ლექციის სახით მიეწოდებინათ, რომელსაც ბავშვები სახლში უყურებდნენ. სკოლაში კი, მასწავლებელთან ერთად საშინაო დავალებებს გაარჩევდნენ და შეძენილი ცოდნისა და უნარების გასაღრმავებლად პრაქტიკულ სავარჯიშოებს შეასრულებდნენ.


გაკვეთილების მსვლელობა ვიდეოზე აღიბეჭდებოდა, რათა მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონოდათ გვერდიდან დაენახათ საკუთარი შეცდომები. ვიდეოები სწრაფადვე იტვირთებოდა სკოლის საიტზე და ბავშვებს ბიბლიოთეკაშივე ჰქონდათ მათი ნახვისა და საკუთარი შეცდომების გაანალიზების საშუალება.



და ამან გაამართლა!


სკოლაში მოსვლისას ბევშვები უკვე იცნობდნენ მასალას. გაკვეთილზე კი მეტი დრო რჩებოდათ პრაქტიკული სამუშაოსთვის. შესაბამისად, ცოდნის ხარისხმაც მოიმატა.


2011 წელს მიჩიგანის ეს სკოლა ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული გახდა. და რაც მთავარია, ბავშვებს სკოლაში წასვლა სულ უფრო მეტად უხაროდათ და გაკვეთილის მიმართ მათი ინტერესიც იზრდებოდა.


დღეს უკვე ამ მეთოდს მთელ მსოფლიოში წარმატებით იყენებენ.


დიახ, ზოგჯერ წარმატების მისაღწევად ერთი შეხედვით სრულიად წარმოუდგენელი, აბსურდული და შეიძლება გიჟური მეთოდებიც არის საჭირო...

2
2196
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2196
  
2015, 31 მარტი, 20:31
კარგად სცოდნია ფსიქოლოგია. თემატური → http://www.qwelly.com/group/psychology
2015, 31 მარტი, 16:21
კარგი სტატიაა
0 1 2