x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ქართველი ფანი, რომელმაც გერმანელ ფეხბურთელს შვაინშტაიგერს დაუჩოქა, ბოდიშს იხდის

imageლევან სურამელაშვილი, რომელმაც გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს ბასტიან შვაინშტაიგერს "დაუჩოქა", საჯარო ბოდიშის მოხდის თხოვნით ფეხბურთის ფედერაციას მიმართა.

"ბოდიში ორგანიზატორებს, ვარ ყოფილი ფეხბურთელი, ვთამაშობდი საბურთალოს ახალგაზრდულ გუნდში 1997-წლიანებში, ვიყავი ერთ-ერთი ასაკობრივი ნაკრების კანდიდატიც, უზომოდ მიყვარს სპორტის ეს სახეობა. მსურდა, რაღაც ფორმით ახლოს ვყოფილიყავი საფეხბურთო სამყაროსთან. რეკომენდაცია გამიწიეს მამუკა კვარაცხელიასთან ამ მატჩისთვის მედია-მოხალისეობაზე, მან შეამოწმა ჩემი ინგლისურის ცოდნა, ჩამიტარა გასაუბრება, მომცა რამდენიმე დავალება, რაც შევეცადე კარგად შემესრულებინა. სტადიონზე რამდენიმე მოხალისე იყო, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდნენ. მე ერთ-ერთ მათგანთან, მამუკა კუკულაძესთან ერთად დამევალა ფოტოგრაფების ზონის შემომსაზღვრელი თოკის დაჭერა 15 წუთით, ვარჯიშის დასაწყისიდან მის დახურვამდე. თავიდან ზუსტად ვასრულებდი ინსტრუქციას, შემდეგ კი ვერ გავუძელი ემოციებს და მივიჭერი ჩემს საყვარელ ფეხბურთელთან შვაინშტაიგერთან, მოვეხვიე და ბუცებზე ხელი დავადე. ძალიან განვიცდი, რომ ვერ შევასრულე დაკისრებული მოვალეობა და ვთხოვ პატიებას ბატონ მამუკას, ჩემს კოლეგებს და მატჩის ორგანიზატორებს. მე ქართველი ვარ და გულშიც არ გამივლია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გერმანიის ნაკრების გულშემატკივრობა!", - ნათქვამია წერილში.image

0
173
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0