x
image
worldsport.ge
ფერნანდო იეროს პოპულარული ქალიშვილი

imageსანამ ლეგენდარული ვეტერანი მობურთალი, მადრიდის ”რეალისა” და ესპანეთის ნაკრების აწ უკვე ყოფილი კაპიტანი, ფერნანდო იერო სამწვრთნელო კარიერის შექმნას ცდილობს, მისი ქალიშვილი, დესირე იერო თანდათან სახელს იხვეჭს და ცნობილ ლამაზმანთა კოჰორტაში იმკვიდრებს ადგილს.
ფერნანდოს გოგონა ცოტა ხნის წინ “მის უნივერსიტეტი” გახდა და თავის სასწავლებელში ყველაზე ლამაზ ასულად იქნა აღიარებული. ამის შემდეგ კი, მან უკვე სამოდელო სააგენტოსთანაც გააფორმა კონტრაქტი და მაშინ, როდესაც ფერნანდო იერო ანჩელოტის ლანდივით დაჰყვება, მისი ქალიშვილი პოდიუმზე გადი-გამოდის.
ბულვარული მედიის ყურადღება დესირე იეროს პირადმა ცხოვრებამაც მიიპყრო. თურმე ნუ იტყვით და იეროს ასული, თავის მორიგ სატრფოს დაშორებია და ეს ამბავი სულაც არ მოუტანია გულთან. დესირე იერო ჩვენებური რომ იყოს, აუცილებლად ეცოდინებოდა: “იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო”...


www.worldsport.ge

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0