x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
10 საიდუმლო იდეალური სააღდგომო კულიჩისთვის

imageსააღდგომო კულიჩი...ოხ, რა ძნელია მისი სახლში გამოცხობა - გაიფიქრებს გამოუცდელი დიასახლისი; არც თუ ისე ძნელია - იტყვის გამოცდილი. ერთი კი ცხადია, კულიჩის ცომი საკმაოდ დელიკატურია და სულ მცირე უზუსტობასაც შეუძლია მთელი ძალისხმევა წყალში ჩაგიყაროთ. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე საიდუმლოს, რომელთა დაცვაც ამგვარ იმედგაცრუებას თავიდან აგაცილებთ.
1. შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ აუცილებელია საუკეთესო ხარისხის ფქვილი და ახალი საფუარი. სანამ ცომის მზადებას შეუდგებით, აუცილებლად გაცერით ფქვილი - ასე მას ჰაერი შეერევა და ცომიც ფაფუკი იქნება.

image

2. კულიჩის ცომს არ უყვარს ზედმეტი ფქვილი, თორემ ძალიან მაგარი გამოგივათ. თუმცა არც ფქვილის დაკლება შეიძლება უფორმო მასა რომ არ მიიღოთ. ამიტომ ეცადეთ შეინარჩუნოთ ოქროს შუალედი და მიიღოთ ჰაეროვანი ცომი, რომელიც ხელზე არ ეკრობა.


3. ჩვეულებრივი ფუნთუშებისგან განსხვავებით, კულიჩის ცომს ძალიან დიდხანს ზელა სჭირდება, საერთო ჯამში მის მოზელაზე 30 წუთი მაინც უნდა წავიდეს.

4. ცომი კულიჩისთვის მინიმუმ 3-ჯერ უნდა ამოვიდეს: პირველად საფუარიანი მასა ამოდის, შემდეგ მოზელილი ცომი, ბოლოს კი - ფორმებში მოთავსებული კულიჩები.

5. მოარიდეთ ცომი ორპირს და ზედმეტ ტენიანობას. იდეალურია თუ ცომი ამოვა მშრალ, თბილ ადგილას, სადაც ტემპერატურა მინიმუმ 30 გრადუსია.


6. გამოცხობისას ღუმელი კარგად უნდა იყოს გაცხელებული (მინიმუმ 200 გრადუსი). იმისათვის, რომ კულიჩებს ძირები არ დაეწვას, გამოცდილი დიასახლისები ღუმლის ქვედა თაროზე ცეცხლგამძლე ჭურჭლით წყალს ათავსებენ. ხოლო თუ კულიჩს თავი მალევე მოებრაწა, ფოლგას აფარებენ.

7. ფორმები შეავსეთ ცომით ნახევარზე, გამოსაცხობად კი შედგით, როცა ცომი 3/4-ზე ამოვა.

8. 1 კგ-ზე ნაკლები მასის კულიჩი ცხვება 30 წთ; 1 კგ-იანი - 45 წთ; 1, 5 კგ-იანი - 1 სთ, ხოლო 2 კგ-იანი - 1, 5 სთ.


9. კულიჩის მზაობის შემოწმება ხის ჩხირის ჩარჭობით შეიძლება: თუ სველი ამოვიდა, ცოტა ხანს კიდევ დააცადეთ, თუ მშრალია - ესე იგი მზადაა.
image

10. გამომცხვარი კულიჩები ოდნავ გააგრილეთ. შემდეგ კი ფრთხილად ამოიღეთ ფორმებიდან. თუ კულიჩები მაღალია, მაშინ მშრალ ტილოზე გვერდულად გადააწვინეთ, რათა არ ჩავარდეს.







და ბოლო, ყველაზე მთავარი რჩევა: თუ გსურთ, კულიჩი ნამდვილად იდეალური გამოგივიდეთ, სანამ საქმეს შეუდგებით წაიკითხეთ ლოცვა და სამზარეულოში ნაკურთხი წყალი მოაპკურეთ.


image

0
1204
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0