x
image
worldsport.ge
მიულერი მეორე ტაიმით უკმაყოფილოა

imageგერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევმა თომას მიულერმა საქართველოსთან სტუმრად (2:0) მოგებული ევროშესარჩევის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ბუნდესნაკრებმა ბურთი ბევრჯერ დაკარგა და გუნდის სათამაშო კონდიციები ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია.
“ჩემთვის წარმატების გასაღები მეტოქის მოედნის ფლობა იყო. იოლი თამაში არ იყო, რადგან ბევრჯერ ბურთი დავკარგეთ, განსაკუთრებით ეს მეორე ტაიმში მოხდა. მეტოქის დასასჯელად სივრცეები საკმარისად გვქონდა, მაგრამ ზოგჯერ არაზუსტად ვთამაშობდით. იყო მატჩი განსხვავებული გრძნობებით, დავიწყეთ კარგად, მაგრამ მეორე ტაიმში გოლი რომ ვერ გავიტანეთ ცოტათი იმედგაცრუებულნი ვართ. ბუნდესნაკრებს განვითარება ჯერ კიდევ სჭირდება.” – განაცხადა მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა.
აღნიშნულ შეხვედრაში თომას მიულერმა 44-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
75
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0