x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
უცხოპლანეტელები

image
არ ვიცი, დავიჯერო თუ არა მათი არსებობა არც ის ვიცი უნდა დაგარწმუნოთ მათ არსებობაში თუ არა…. მხოლოდ ვიცი რამოდენიმე ფაქტი ახლობლებისაგან რის შემდეგაც დავინტერესდი და გადავწყვიტე მომეძიებინა ინფორმაცია მათზე ინფორმაციის მოპოვების დროს იმდენად შევიჭერი როლებში რომ მათი არსებობა დავიჯერე კიდეც…
არსებობს შეკითხვა, თუ ისინი არსებობენ და ჩვენს პლანეტაზე ჩამოდიან რატომ გვემალებიან ან რატომ არ სურთ ჩვენთან ურთიერთობა? პასუხი ამკითხვაზე ასეთია: მათ ჩვენი ეშინიათ! რატომ?… იმიტომ, რომ როდესაც ისინი გამოჩნდნენ აღმოაჩინეს რომ დედამიწელები არცთუ ისე სტუმართმოყვარე არსებები ყოფილან… დღეისათვის ციმბირში აღმოაჩინეს უცხოპლანეტელთა სასაფლაო, თუმცა უფრო სწორი სახელწოდება იქნებოდა “სასაკლაო”! რატომ? დიახ, მათ ხოცავდნენ საბჭოთა კავშირის დროს, რადგან ხალხს არ შეეტყო მათი არსებობა. რატომ? ეს არ ვიცი ალბათ იმიტომ რომ არ სურდათ ეღიარებინათ რომ მათზე განათლებული და უკეთესად აღჭურვილი არსებებიც არსებობდნენ თუნდაც სხვა პლანეტაზე, ან სხვა გალაქტიკაში… რატომ ვამბობ რომ უკეთესად აღჭურვილი და განათლებულები? იმიტომ, რომ დედამიწელი კოსმონავტები და მათი კოსმოსური ხომალდები ახერხებენ მხოლოდ მზის სისტემის პლანეტებამდე მიღწევას, ხოლო როგორც ცნობილია ის არსებები სხვა გალაქტიკიდან უნდა ყოფილიყვნენ რადგან მზის სისტემის სხვა პლანეტებზე სიცოცხლე როგორც ცნობილია შეუძლებელია…. იმისათვის, რომ ისინი ჩვენს პლანეტაზე მოხვდნენ საჭიროა სინათლის სიჩქარე რომელიც ჩვენმა კოსმონავტებმა ჯერ ვერ განავითარეს… მხოლოდ ეს როდია ყველაფერი “ჩვენი” დიქტატორები მხოლოდ ჩვენს სტუმრებს როდი ხოცავდნენ? ისინი ხოცავდნენ ყველას ვისაც კავშირი ჰქონდა მათთან, ან უბრალოდ დაინახეს ისინი… ამ ხალხს გასაჩუმებლად ან ხოცავდნენ ან გიჟად შერაცხავდნენ ხოლმე და საგიჟეთში უკრავდნენ თავს!

ერთხელ გვიან ღამით მამაჩემს და მის 4 მეგობარს მოუწია სოფლიდან თბილისში დაბრუნება, უცებ ტელეფონმა დარეკა და დედაჩემი სიცილმა აიტანა, ჩვენც რა თქმა უნდა დავინტერესდით თუ რა მოხდა, როდესაც ყურმილი დაკიდა გვითხრა რომ მათ უცხოპლანეტელების ხომალდი ნახეს და როცა მათ გადაღება გადაწყვიტეს ხომალდი უეცრად გაქრა… და დედაჩემს კი იმისათვის დაურეკეს, რომ თუ გავუჩინარდით იცოდე რომ უცხოპლანეტელებმა წაგვიყვანესო :D მართალია 3ადამიანი ნასვამი იყო, მაგრამ მძღოლი სრულიად ფხიზელი იყო…

არსებობენ ადამიანები რომლებიც ყვებიან უცხოპლანეტელებზე, ერთი უკრაინელი ქალბატონი იმასაც კი ამბობს რომ მას უცხოპლანეტელი შეუყვარდა… ზოგი ამბობს რომ ისინი კარგები არიან, ზოგს მათი ეშინია.. ზოგიც ყველაფერს იგონებს რომ თავისი ცხოვრება რამით საინტერესო გახადოს სხვებისთვის.. ჩვენ კი – როგორც წესი მათ ვუსმენთ მაგრამ რათქმაუნდა არ გვჯერა… “უცხოპლანეტელები? ჰჰ.. კი როგორ არა !” და გვეღიმება… მიუხედავად იმისა რომ არსებობს ფოტომასალაც და აუდიოც მაგრამ ჩვენ მაინც არ გვჯერა… თუმცა ადამიანის ფსიქიკა ასეთია სანამ საკუთარი თვალით არ ნახავს და არ მოისმენს არაფერის სჯერა…

ვინც ისინი ნახა ამბობენ რომ სიამოვნებით ნახავდნენ მათ ისევ… ხოლო ვინც შეეხო თვლის რომ უკეთესს არასოდეს არაფერს შეხებია… (ამ ყველაფრის მერე მეც გამიჩნდა სურვილი მათი ნახვის და შეხების).
მათი სტუმრობის ფაქტები ძირითადად დაფიქსირებულია XX საუკუნეში… ფოტო მასალაც მაშინდელია ძირითად, სად არიან ისინი ახლა? რატომ აღარ მოდიან ჩვენთან? არ ვიცი იქნებ ჩვენმა “სტუმართმოყვარეობამ” დააშინა? ან იქნებ ისევ მოდიან ჩვენს პლანეტაზე და უბრალობ ჩვენ გვიფრთხიან?!



წყარო: უცნაური ბლოგი

22
1353
10-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
1353
  
2013, 21 ივნისი, 16:57
სოფელში
2013, 21 ივნისი, 14:31
სად ნახე???
2013, 19 ივნისი, 22:16
კი ნანახი მყავს....
2013, 19 ივნისი, 21:18
იასნა არსებობენ!!!
2013, 21 თებერვალი, 13:17
მეც ვნახე ამ ზაფხულს კახეთში მაგნაირი
2013, 19 თებერვალი, 4:09
მე მჯერა რომ არსებობენ:) მას შემდეგ რაც ბავშვობაში ვნახე, იმერეთის ერთ ერთ სოფელში ვცხოვრობდი მაშინ ერთ საღამოს შებინდებული იყო როდესაც ფანჯარაში დავინახეთ (ოჯახში ოთხი წევრი ვართ) სუყველამ რაგაც თვითმფრინავის მსგავსი ხომალდი რომელიც ახლოს და ძალიან დაბლა დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდა სრულიად უხმოდ, თვითმფრინავის ილუმინატორებივით ჰქონდა ფაჯრები და სინათლე გამოდიოდა მერე ნელ ნელა მეზობლის სახლს მოეფარა და გაუჩინარდა დღემდე ვერ ამიხსნია რა იყო.
2012, 19 დეკემბერი, 12:48
ხო ეგ მეც გამიგია მაგრამ არ ვიცი არც მე რამდენად ჭეშმარიტებაა
2012, 19 დეკემბერი, 12:47
წამიკითხავს,მაგრამ რამდენად მართალია არ ვიცი, რომ არსებობენ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ცნობიერების მქონე კოსმოსური(ცის მიღმიური) ქმნილებები და სწორედ ისინი წარმოადგენენ ანგელოზებს და დემონებს.
2012, 19 დეკემბერი, 12:13
ჰაჰა მაგარია
2012, 19 დეკემბერი, 12:11
მე ბავშვობაში მინდოდა რომ შემხვედროდნენ და გავცნობოდით ერთმანეთს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10