x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
კახა ცხადაძის პირველი კომენტარი, გერმანიასთან წაგების შემდეგ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გერმანიასთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.გახსენებთ, საქართველომ 0- 2 წააგო

- "პირველ რიგში, მივულოცავ და წარმატებას ვუსურვებ გერმანიის ნაკრებს. პირველივე ტაიმში მოგვიწია ორი იძულებითი შეცვლის გაკეთება. ამან ძალიან ცუდად იმოქმედა ჩვენზე.

ძალიან გვიჭირდა ბურთის შენარჩუნება, რაც ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი იყო.
მეორე ტაიმში შევეცადეთ ფეხბურთი გვეთამაშა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შევქმენით.
სამუშო ბევრი გვაქვს და ეჭვი არ მეპარება, რომ მოვუმატებთ. ფეხბურთელებმა უნდა ირწმუნონ საკუთარი თავის. ჯობია წავაგოთ ფეხბურთის თამაშით, ვიდრე ანტიფეხბურთით.
მეორე ტაიმი პოზიტიური იყო. ჩვენი თამაში არ იყო სრულყოფილი, მაგრამ მომენტებს ვქმნიდით.

სამუშაო ბევრი გვაქვს, თუმცა ვხედავ პოტენციალს და ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს ნაკრებს შეტევაში პოტენციალი არ აქვს.
ლაშა დვალის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ამისულაშვილს, მას ძმიმე ტრავმა აქვს, კუნთი აქვს გაწყვეტილი", - თქვა ცხადაძემ.image

0
171
3-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0