x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გასაკვირია, რომ ვნახეთ 2 გოლი და მოედანზე შევარდნილი 7 გულშემატკივარი- გერმანიის მწვრთნელის განცხადება

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა საქართველოსთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

29 მარტს, "დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

-"პირველ ტაიმით ძალიან კმაყოფილი ვარ. შეხვედრის პირველ ნახევარში ვდომონირებდით. მეორე ტაიმში კი საქართველოს ნაკრებმა საქმე გაგვირთულა, თუმცა ბურთს მაინც ჩვენ ვაკონტროლებდით.
მთავრია, მოვიგეთ და შინ სამი ქულა მიგვაქვს.
გასაკვირია, რომ ვნახეთ 2 გოლი და მოედანზე შევარდნილი 7 გულშემატკივარი. ჯობს, ასეთი რაღაცები არ ხდებოდეს, რადგან თამაშში ხელი გვეშლება", - თქვა ლიოვმა.image

0
95
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0