x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
თვალები სულის სარკეაო...
"თვალები სულის სარკეაო"-გამოთქმაა ასეთი, ჩვენც ჩავიხედოთ, ვინ იცის რას აღმოვაჩენთ...

ჩვენი თვალები ჩვენივე ფიქრის ანარეკლია.საკმარისია ვიგრძნოთ, შევამჩნიოთ, გავიფიქროთ და თვალები აუცილებლად გაგვცემს.მაგრამ, როგორც კარგ მთქმელს უნდა კარგი გამგონე, თვალებსაც ამომკითხველი უნდა.

image
















ხშირად შეგვიმჩნევია ადამიანის თვალებში ნაპერწკალი, რომელიც გამუდმებით ციმციმებს და გადმოგცემს, თუ რა სულის პატრონია იგი.ასეთი თვალები მხიარულ და შეყვარებულ ადამიანებს აქვს.მაშინაც კი, როდესაც ცდილობენ ემოციები დაფარონ მათ თვალები "ღალატობთ" და გასცემენ საიდუმლოს.


image













ზოგჯერ თვალებში წარმოუდგენელი ეშხი იმალება.ასეთ ადამიანებს შეიძლება ფიზიკურად არ ემჩნეოდეთ შინაგანი ძალა, მაგრამ მათი თვალები აუცილებლად გაგრძნობინებთ თავის ქარიზმას.

image











შესაძლებელია პატარა, სუსტ სხეულში დიდი სული ბუდობდეს, ფიზიკურად არ ემჩნეოდეს, მაგრამ მის თვალებში წარმოუდგენლად დიდი სიკეთე და სათნოება იმალებოდეს.კეთილი თვალები ზოგჯერ სევდიანია, მაგრამ მასში იგრძნობა ის სიმაღლე, რომელსაც სიკეთე ანიჭებთ.ასეთ თვალებში ვხედავთ, თუ რა ღრმაა ადამიანის სული.

image











დიდი და დამატყვევებელი თვალები თითქოს გვაშინებენ კიდეც, რადგან ხშირად არაბუნებრივად გვეჩვენება.ასეთი თვალები ცას გვაგონებენ, არამიწიერ სამყაროს, სადაც თვალები არაბუნებრივად კაშკაშებს და გვიჩვენებს სამყაროს სიდიადეს.

image















ყველაზე ამაღელვებელი და დამაფიქრებელი კი ჭკვიანი, მოხუცი, სევდიანი ადამიანის თვალებია რომელსაც წლების სიდიადე დასტყობია.მაშინ, როდესაც ასეთი ადამიანები იცინიან, მათი თვალები ჩუმად ტირიან.image

3
73
3-ს მოსწონს
ავტორი:ანა ჩერქეზიშვილი
ანა ჩერქეზიშვილი
73
  
2015, 30 მარტი, 12:32
გმადლობთ
2015, 29 მარტი, 23:02
მეც ძალიან მომეწონა...
2015, 29 მარტი, 18:15
ძალიან კარგი სტატიაა ♥
0 1 3