x
image
მანჩო 777
ჩემი ოცნების სახლი
თქვენ გგონიათ, ოცნების სახლი ციხესიმაგრეს უნდა ჰგავდეს, რათა მასში თავი მყუდროდ და კომფორტულად იგრძნოთ? - სულაც არა. ხელოვნების ნიმუში, რომლის ფოტოებსაც ამ პოსტში შემოგთავაზებთ, გვიჩვენებს, რომ 30 კვადრატულ მეტრ ფართობზეც თავისუფლად შეიძლება კომფორტულად და მშვიდად ცხოვრება. ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ მასში ყველა პირობაა შექმნილი ბედნიერი ცხოვრებისათვის. ამ პატარა, კოპწია სახლში ისე იგრძნობთ თავს, როგორც ზღაპარში.


დავამატებდი მხოლოდ ერთს, რომ ეს საოცარი სახლი დიდ ბრიტანეთში მდებარეობს.


image


მისი საცხოვრებელი ფართობი სულ რაღაც 30 კვადრატული მეტრია.



image


აქ საქმე მხოლოდ სახლში არაა: თავად ადგილი, სადაც ის დგას, სამოთხეს მოგვაგონებს.


image


ღია აივანზე შესაძლებელია ისაუზმოთ და მიიღოთ მზის აბაზანები,


image


ან დატკბეთ ჩამავალი მზის ყურებით.


image


ფანჯრიდან გასაოცრად ლამაზი ხედი იშლება.


image


ძალიან ორიგინალურადაა მოფიქრებული ინტერიერის დიზაინი.


image


აქ არის უზარმაზარი ფანჯრები, საიდანაც ულამაზესი პეიზაჟები მოჩანს.


image


დიდი ფანჯრები სივრცის მხედველობით გაფართოებას იწვევენ და გვეჩვენება, რომ სახლი გაცილებით დიდია.


image


პატარა, მაგრამ საოცრად კოხტა სამზარეულოში შეგიძლიათ გემრიელი სადილი მოამზადოთ.


image


საძინებელი ფანტასტიურად გამოიყურება და გემის კაიუტას მოგვაგონებს.


image


პატარა, მაგრამ კომფორტული სააბაზანოც აქვეა.


image


ოცნების სახლი სულაც არაა აუცილებელი დიდი ფული ღირდეს. ამ სახლის პატრონმა შეძლო მინიმალური დანახარჯებით საოცრად პატარა ფართობში არაჩვეულებრად კომფორტული და რომანტიკული საცხოვრებელი მოეთავსებინა...აბა რომელ თქვენგანს არ მოუნდებოდა ამ ზღაპრულ სილამაზეში, სიმყუდროვესა და ზღვის ტალღების შრიალში ცხოვრება?


image

4
218
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
218
  
2015, 29 მარტი, 18:35
რაღა მე მომკლავს, ხომ?:D
2015, 29 მარტი, 18:34
კარგია თან ოცნებას ჯერ კაცი არ მოუკლავს. :)
0 1 4