x
image
worldsport.ge
საქართველო – გერმანია: შემადგენლობები Bილდ-ის ვერსიით

imageსაქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი “დინამო არენაზე” 29 მარტს 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გერმანულმა გამოცემა “ბილდმა” კახა ცხადაძის და იოახიმ ლიოვის სავარაუდო შემადგენლობები დაასახელა.
საქართველო: ლორია, კაშია, კვირკველია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, კანკავა, კობახიძე, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ყენია, მჭედლიძე.
გერმანია: ნოიერი, ჰექტორი, ჰიოვედესი, ჰუმელსი, ბოატენგი, კროოსი, შვაინშტაიგერი, როისი, იოზილი, მიულერი, გიოტცე.
იოახიმ ლიოვმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანელები მოედანზე ენერგიას არ დაიშურებენ და ცეცხლს დაანთებენ. ბუნდესნაკრებისთვის “ჯვაროსნებთან” დაპირისპირება ისტორიაში მე-900 იქნება. გაგაცნობთ გერმანელთათვის საიუბილეო მატჩებს.
მე-100 მატჩი. 11.03.1934 ლუქსემბურგი – გერმანია 1:9
მე-200. 15.04.1951 შვეიცარია – გერმანია 2:3
მე-300. 26.05.1965 შვეიცარია – გერმანია 0:1
მე-400. 12.03.1975 ინგლისი – გერმანია 2:0
მე-500. 17.06.1984 გერმანია – რუმინეთი 2:1
მე-600. 17.11.1993 გერმანია – ბრაზილია 2:1
მე-700. 28.03.2001 საბერძნეთი – გერმანია 2:4
მე-800. 26.03.2008 შვეიცარია – გერმანია 0:4


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
113
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0