რელიგია " მე ნახალოვკაში გაზრდილი ბიჭი ვარ და შეიძლება მეც წამომცდეს გინება" - რა უთხრა არქიმანდრიტმა ანთიმოზმა ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" სტუმრობისას 2015, 28 მარტი, 8:00 რამდენიმე დღის წინ არქიმანდრიტმა ანთიმოზმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ ეკლესიიდან წავიდა: - " ეთო გავაშელაშვილო! სატანისტ - ელგებეტისტო! წყეულიც იყავ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. წამოვედი ეკლესიიდან, გეშინოდეს!" როგორც მამა ანთიმოზმა განმარტა, მისი ეკლესიიდან წასვლა იმ ვიდეო კადრებს უკავშირდება, რაც მისი თქმით ფარულად გადაუღეს და ინტერნეტში გაავრცელეს: - " ... მივხვდი, რომ ეკლესიას ვარცხვენ. როგორც ამბობენ, ჩემი გულისთვის ხალხი ეკლესიაში აღარ დადის, ჰოდა ახლა ივლიან". არქიმანდრიტის განცხადებით ეკლესიიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო. ამიერიდან მას მღვდელმსახურების უფლება აღარ ექნება, ზიარების - კი. როგორც სატელევიზიო თოქ - შოუ " რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა, იდეოლოგიურ " ელგეტებესთან" სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლას აპირებს. ტელეწამყვან ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას მამა ანთიმოზმა ბევრ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის იმაზეც, თუ როგორ გააფრთხილეს ძმებმა არველაძეებმა ის სტუდიაში სტუმრობამდე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო " ცოტა საშიშ" ჟურნალისტთან საუბრისას: - "როცა ძმებ არველაძეებს ვუთხარი, რომ თქვენთან სტუდიაში მოვდიოდი, ბიჭებმა მითხრეს: ინგა ცოტა საშიშია და ფეოლას სტილს მიმართეო", - უთხრა არქიმანდრიტმა ანთიმოზმა ტელეწამყვანს. ცნობილმა ჟურნალისტმა მისი ხუმრობის საპასუხოდ არველაძეებთან დაკავშირებული თემის 265 10-ს მოსწონს 1-ს არა
|