x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
კლასელების დაცინვის გამო 11 წლის კახელმა ბიჭმა თავი მოიკლა

image
სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში საზარელი შემთხვევა მოხდა. მე-5 კლასელმა, 11 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. მოზარდს კლასელები დასცინოდნენ და "აყვანილ ბავშვად" მოიხსენიებდნენ. "როგორც ჩანს ოჯახში იყო ესეთი საუბარი, აყვანილ ბავშვთან დაკვშირებით. რომელიღაცა ბავშვს წამოუძახებია ამისთვის, არადა მართლა ბიოლოგიური შვილია. დილასაც ასეთი ინციდენტი მოხდა, მაგრამ დირექტორი და კლასის ხელმძღვანელი ჩაერივნენ ამ საქმეში, დირექტორმა ძალიან კარგად განმუხტა სიტუაცია"-განაცხადა სკოლის სასწავლონაწილმა.

მოზარდმა კლასში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მასწავლებელს გაკვეთილებიდან შინ გაშვება სთხოვა. მოზარდის დედა სამსახურში გახლდათ, შინ კი ბებია იმყოფებოდა. მასწავლებელმა ბიჭს მეზობელი გააყოლა. შინ დაბრუნებულმა ბიჭმა დედას დაურეკა, უკვე შინ ვარ, არ ინერვიულო და მალე ინგლისურზეც წავალო. რა მოხდა შემდგომ ჯერ უცნობია, მოზარდი სახლთან ახლოს ჩამომხრჩვალი იპოვნეს. მთელი კლასი პოლიციამ დაკითხა. მეზოლები გარდაცვლილს წყნარ, უკონფლიქტო და ზრდილობიან ბავშვად ახასიათებენ. ეს თვითმკვლელობა იყო, თუ მკვლელობა ჯერ კიდევ საკითხავია.image

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს: "თვითმკვლელობამდე მიყვანა ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივისა და ღირსების სისტემატიური დამცირებით, -ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე". აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ გარდაცვლილის კლასელები არ დაისჯებინ, რადგან სისხლის სმართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა 14 წლის ასაკიდან დგება.

0
541
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
541
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0