x
image
worldsport.ge
ეროვნულმა ნაკრებმა ვარჯიში განაახლა

imageსაქართველო ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა მალტასთან სპარინგის მერე ერთი დღე შეისვენა და 27 მარტს ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ივარჯიშა. ნაკრების პრესატაშე ოთარ გიორგაძემ “მსოფლიო სპორტს” აცნობა, რომ შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში 29 მარტს თბილისში გერმანიასთან გასამართი მატჩისთვის ემზადება.
ჯანო ანანიძე რომ მომავალ თამაშს საზარდულის ტრავმის მიზეზით გამოტოვებდა, ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მალტასთან სპარინგის მერე განაცხადა. გერმანიასთან დაპირისპირებისთვის შემდეგი ფეხბურთელები ემზადებიან:
მეკარეები: გიორგი ლორია (ოფი, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი (“ტოსნო”, რუსეთი), მიხეილ ალავიძე (“დინამო”, ბათუმი).
მცველები: უჩა ლობჟანიძე (“ომონია”, კვიპროსი), გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (“ინტერი”, აზერბაიჯანი), სოლომონ კვირკველია (“რუბინი”, რუსეთი), ლაშა დვალი (“ქასიმფაშა”, თურქეთი), გიორგი ნავალოვსკი (“ტოსნო”, რუსეთი), ლევან კაკუბავა (“სამტრედია”), ლაშა თოთაძე (“დინამო”).
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (“დნიპრო”, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (“გენკი”, ბელგია), ვალერი ყაზაიშვილი (“ვიტესი”, ჰოლანდია), ლევან ყენია (“სლავია”, ჩეხეთი), ნიკა ძალამიძე (“იაგიელონია”, პოლონეთი), სანდრო კობახიძე (“ვოლინი”, უკრაინა), მურთაზ დაუშვილი (“კარპატი”, უკრაინა), გიორგი ჭანტურია (“კლუჟი”, რუმინეთი), კახა მახარაძე („ფახთაქორი“, უზბეკეთი).
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (“ემპოლი”, იტალია), ბაჩანა ცხადაძე (“ინტერი”, აზერბაიჯანი), მათე ვაწაძე (“ორჰუსი”, დანია).
28 მარტს ცხადაძე ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გუნდს 20:00 საათიდან ავარჯიშებს. ერთი საათით ადრე, ის ხსენებული არენის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0